2020 წლის ივნისში პირის ღრუს ჯანმრთელობის პროპაგანდა

კომუნიკაციის შესწავლა - ივლისი 02, 2020

კომუნიკაციის შესწავლა - 2 ივლისი, 2020

კოვიდ-19 მთელს მსოფლიოში გავრცელების გამო სტომატოლოგიურ კლინიკები და სტომატოლოგები იძულებული გახდნენ თავიანთ საქმიანობაში ბევრი რამ შეეცვალათ. ამ ცვლილებებში შედიოდა ხანგრძლივი დროით კლინიკების დაკეტვა და შემდეგ დაბრუნება უსაფრთხოების გაზრდილი ნორმებით. ედეგად, პაციენტები თავს არიდებენ სტომატოლოგთან მისვლას და მხოლოდ ინგლისში, სულ რაღაც 6 კვირის განმავლობაში, 2020 წლის მარტიდან 2020 წლის მაისამდე, გაცდა დაახლოებით 1.3 მილიონი სტომატოლოგიური ვიზიტი. ეს მხოლოდ მცირე მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რამდენი სტომატოლოგიური ვიზიტი არ შედგა მთელს მსოფლიოში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში (Independent Practice Owners UK, 2020).

იმისთვის, რომ უსაფრთხოების გაზრდილი ნორმები სათანადოდ იყოს დაცული, ბევრი ექიმი პაციენტების რაოდენობის შემცირებას ცდილობს, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებლად გამოიწვევს იმ პაციენტების რაოდენობის შემცირებას, რომლებსაც უნდა მიეღოთ რუტინული სტომატოლოგიური მომსახურება.

დამტკიცებულია, რომ სტომატოლოგია მკურნალობს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს, რომელიც აზარალებს სკოლის მოსწავლეების 60-90 პროცენტს და მოზრდილთა აბსოლუტურ უმრავლესობას. კარიესი ისევ რჩება პირის ღრუს მთავარ პრობლემად განვითარებულ ქვეყნებში და ჯერ კიდევ ნაკლებად გავრცელებულ და ნაკლებად მწვავე პრობლემად აფრიკის ქვეყნებში.

Periocampus Herald - Communication and Promotion

 

პირის ღრუს დაავადებების სიმძიმე

დაავადებების გავრცელების გლობალურმა კვლევამ (The Global Burden of Disease Study) 2017 წელს დაამტკიცა, რომ პირის ღრუს დაავადებები გავლენას ახდენს 3.5 მილიარდ ადამიანზე, მათ შორის კი მუდმივი კბილების კარიესი ყველაზე გავრცელებულია. მსოფლიოს მასშტაბით 2.3 მილიარდი ადამიანი იტანჯება მუდმივი კბილების კარიესით და 530 მილიონზე მეტი ბავშვი დროებითი კბილების კარიესით.“ პირის ღრუს დაავადებების გავრცელება და სიმძიმე სხვადასხვანაირია მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში და თითოეული ქვეყნის რეგიონშიც კი.

აღნიშნული დაავადებების გავრცელება იზრდება დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, ურბანიზაციის ზრდისა და საცხოვრებელი პირობების ცვლილების პარალელურად. დადგენილია, რომ ეს უკავშირდება წყალში ფტორის არასაკმარის რაოდენობას, ფტორირებულ პასტებზე წვდომას და იმას, რომ სტომატოლოგიური მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. წარმატებული მარკეტინგული კამპანიები რეკლამას უკეთებენ ისეთ პროდუქტებს, რომელთაც ცუდი გავლენა აქვთ პირის ღრუზე: თამბაქო, ალკოჰოლი, პროდუქტები შაქრის მაღალი შემცველობით.

პაროდონტიტი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის მე-11 ადგილზეა და მსოფლიოს მოსახლეობის 10-15 % ავადობს (რაც დაახლოებით 800 მილიონი ადამიანია მსოფლიოს მასშტაბით.) ტუჩის და პირის ღრუს სიმსივნეების გავრცელება - დაახლოებით 100 000 ადამიანზე 4 შემთხვევაა, თუმცა ზოგან შესაძლოა 100 000 მოსახლეზე 20 შემთხვევაც დაფიქსირდეს. პირის ღრუს კიბოზე გავლენას ახდენენ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები. ამ სენით უფრო ხშირად მამაკაცები და ხანდაზმულები ავადდებიან. პირის ღრუს სიმსივნეების პროფილაქტიკა მსოფლიო ეკონომიკას წელიწადში 298 მილიონი დოლარი უჯდება, რაც მსოფლიოში მთლიანი ჯანმრთელობის ხარჯების 4,6 პროცენტია. წარმოიდგინეთ, რამდენად შეიძლება გაიზარდოს ეს ციფრები იმ ფონზე, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა გამოტოვა გეგმური ვიზიტი სტომატოლოგთან კოვიდ 19-ის პანდემიის გამო.

რომ არა ის წარმატება, რასაც სტომატოლოგიამ მიაღწია პირის ღრუს ჯანმრთელობის საკითხში, კარიესი და პაროდონტული დაავადებები ჯანდაცვისთვის ისევ დიდ პრობლემად დარჩებოდა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არ შეიცვალოს გლობალური სტატისტიკა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში.

რადგანაც სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობა კლინიკების დაკეტვის ან უსაფრთხოების გაზრდილი ნორმების გამო შემცირდა, სტომატოლოგებს მოეთხოვებათ, უფრო მეტად გაისარჯონ იმისთვის, რომ ადამიანებს ხმა მიაწვდინონ. გარდა ფიზიკური ფაქტორებისა, როგორიცაა კლინიკების დაკეტვა, ასევე მნიშვნელოვანია გადავხედოთ იმ ახალ გამოწვევებს, რისი გადალახვაც უწევს პაციენტს, რომ სტომატოლოგიურ სავარძელში მოხვდეს. კოვიდ 19-ის პანდემიის კრიზისმა გვაჩვენა, რომ სრულფასოვანი მუშაობის გაგრძელებისთვის საჭიროა ახალი გზების პოვნა.

რა არის პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშეწყობა?

პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშეწყობა სცილდება ჯანმრთელობაზე ზრუნვის საზღვრებს და აერთიანებს მრავალფეროვან მიდგომებს კანონმდებლობაში, ფისკალურ ზომებში, დაბეგვრასა და ორგანიზაციულ საკითხებში. ეს ყველაფერი გვეხმარება იმაში, რომ მივიღოთ ხელშემწყობი გარემო, გავაძლიეროთ საზოგადოებრივი აქტივობა პრიორიტეტებისა და სტრატეგიების დასახვის საქმეში, მივიღოთ რეალური შედეგი პირის ღრუს ჯანმრთელობის ნაწილში (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2020).

პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ განათლება ძირითადად მოიცავდა ინდივიდებისთვის ან ჯგუფებისთვის ცოდნის გაზიარებას, თუმცა დადგინდა, რომ მხოლოდ ზეპირი სახით მიღებული ინფორმაცია არ კმარა ჩვევების შესაცვლელად.

რა არის პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშეწყობის მთავარი მიზანი?

მთავარი მიზანია მივცეთ ადამიანებს მოტივაცია, რომ გაიუმჯობესონ პირის ღრუს ჰიგიენა, გამოიყენონ ფტორი, შეამცირონ შაქრიანი საკვებისა და სითხეების მოხმარება, არ მიიღონ ალკოჰოლი და თამბაქო. ეს ასევე შეამცირებს კარიესის, პაროდონტიტის და პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების რისკს.

Periocampus Herald - gum health day

რა საშუალებების გამოყენება შეგვიძლია პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშესაწყობად?

პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშეწყობა სხვადასხვა დონეზე უნდა მოხდეს: ზოგადი სტომატოლოგიური პრაქტიკა, ზოგადი მედიცინა, აფთიაქები, სკოლები, ბაღები, სამუშაო ადგილები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. თუმცა მთავარი სამიზნე უნდა იყოს ბაღები.

ამჟამად ძირითადი მიზანია გაიზარდოს სტომატოლოგიურ აღრიცხვაზე მყოფი ბავშვების რაოდენობა, რადგანაც ადრეული სტომატოლოგიური ჩარევა მშობლებისა და მეურვეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პრევენციული რჩევების მიცემის საშუალებას გვაძლევს. სხვა პროფესიონალების ჩარევა, როგორიცაა მაგალითად Health visitors (ჯანმრთელობის აგენტი) მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგიური მომსახურების კუთხით მოწყვლადი ჯგუფები გამოვავლინოთ. ბაღის ასაკის ბავშვებში დამატებითი რესურსების გამოყენებით შევძლებთ პაროდონტიტიანი პაციენტებისთვის პრევენციული რჩევების მიცემაზე ფოკუსირებას. შეგვიძლია ასევე ჩავრთოთ საავადმყოფოები და ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის ექიმები, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებენ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიცაა მოზარდები და რისკ ჯგუფში მყოფი ბავშვები.

სტომატოლოგიაში არის პრობლემები დაფინანსების საკითხებში, რომელიც ეხება პრევენციულ სერვისებს. ეს საკითხი საჭიროებს დამატებით განხილვას, რომ უკეთ განისაზღვროს და გადანაწილდეს რესტავრაციული და პრევენციული სერვისების ღირებულება. მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გაკეთდეს პრევენციული ღონისძიებების საჭიროებაზე.

პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის ბევრი საშუალება არსებობს: უნდა ავარჩიოთ სწორი ადგილი, ეს შეიძლება იყოს სახლი, საკლასო ოთახი ან სამუშაო ადგილი. ეს არის ყველაზე კრეატიული და ნაკლებ ხარჯიანი გზა იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი. დადგენილია, რომ ამ ღონისძიებების გატარება მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადავლახოთ მთელს მსოფლიოში პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უთანასწორობა.

ზოგადად ლიდერობა გულისხმობს მცირე, დიდი, მარტივი ან რთული ორგანიზაციების სტრატეგიული მიმართულებების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, ან შეცვლას. (Hebbal et al., 2012) ლიდერობა მოითხოვს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, ემყარება მოტივაციას, საბოლოო მიზნის მისაღწევად კი, ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებას საჭიროებს. ბოლო წლებში გაიზარდა ინტერესი სტომატოლოგიური ლიდერობის საკითხში; აქედან გამომდინარე, შეიქმნა ბევრი პროგრამა სტომატოლოგებისთვის. ამჟამად სტომატოლოგის პროფესია თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ პირის ღრუს ჯანმრთელობის საკითხებს, არამედ წამყვან როლს თამაშობს იქ, სადაც მოსახლეობის ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა. ლიდერი სტომატოლოგები უკეთ მოახდენენ მოსახლეობაში პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშეწყობას, ამიტომ ამ უნარების შეთავსება ძალიან მნიშვნელოვანია.

რა გაკეთდა და რა მტკიცებულებები გვაქვს?

მსოფლიოში არსებობს ბევრი პროექტი, რომელიც მრავალი წელია პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშეწყობას ემსახურება; ზოგიერთი მათგანს საფუძვლად უდევს მტკიცებულებები, ზოგს - არა, თუმცა მნიშვნელოვანია შეფასდეს თითოეული მსგავსი პროექტის ზემოქმედება პირის ღრუს მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. პირის ღრუს ჰიგიენის ინსტრუქტაჟმა ხელშესახები შედეგი რომ მოგვცეს, აუცილებელია ამ პროცესს თან ახლდეს ფსიქოლოგიური ქცევის მოდელის ცვლილებაც.

მხოლოდ განათლება და ცოდნა არ არის საკმარისად ეფექტური, თუ მას თან არ ერთვის ფსიქოლოგიური ქცევის ცვლილებაც. ბროშურები და ნაბეჭდი ლიტერატურა ეფექტურია პაციენტის ცოდნის ამაღლებისათვის, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბროშურებს ადამიანების ქცევის შეცვლა შეუძლიათ.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ პაციენტის მოტივაციის დროს კლინიკური კუთხითაც არსებობს ბარიერები, რადგან ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექიმის კომუნიკაციის უნარს. კლინიკის გარეთ პირის ღრუს ხელშეწყობის გზავნილის ხასიათს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული შედეგი. აქცენტი უნდა გაკეთდეს პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ისევე როგორც დაავადების შესაძლო შედეგებზე. ცხადია, ქცევის ცვლილება არის საკვანძო საკითხი და თუ ექიმებს ჯანმრთელობის ფსიქოლოგიას შევასწავლით, გაცილებით უფრო ფართო მასშტაბიან შედეგს მივიღებთ.

Periocampus Herald - Communication and Promotion Tomasi

 

რა შესაძლებლობებს ხედავთ თქვენს ქვეყანაში პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ფართო მასებთან მიმართებაში?

წინსვლისათვის მნიშვნელოვანია, რომ გავაღრმაოთ პაციენტებთან კომუნიკაციის გზები; მივაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ საჭიროებები ან მათ, ვინც გამოტოვეს ვიზიტები კოვიდ 19-ის პანდემიის გამო; გავიდეთ ფართო მასებზე და გამოვიყენოთ ფსიქოლოგიური და ქცევითი მოდელები სხვადასხვა გარემოში.

სტომატოლოგებში ლიდერობის უნარების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ შეძლონ ეფექტური ღონისძიებების გატარება პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშესაწყობად.

ალბათ დროა, დავიწყოთ თანამშრომლობა ამ სფეროს სპეციალისტებთან; მათთან, ვინც კარგად ერკვევა ფსიქოლოგიასა და ქცევის ცვლილებებში.

კარგია, რომ მოხდა პრობლემის გაანალიზება, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, დავსახოთ გზები. ახლა ისე, როგორც არასდროს, საჭიროა შევქმნათ პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშემწყობი კამპანიის კონტენტი (შინაარსი), რომელიც უნდა დაინერგოს ზოგად სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.


გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურა:

  1. Protocol, to allow dental practices to reopen. 
    1. Issued on behalf of Pandora Dental in collaboration with IndepenDent Practice Owners UK 
  2. Global, regional, and national incidence, prevalence, and years lived with disability for 354 diseases and injuries for 195 countries and territories, 1990–2017: a systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2017. Lancet 2018; 392: 1789–8583
  3. Ferlay J EM, Lam F, Colombet M, Mery L, Piñeros M, Znaor A, Soerjomataram I, Bray F. Global Cancer Observatory: Cancer Today. Lyon, France: International Agency for Research on Cancer. Published 2018. Accessed 14 September, 2018.
  4. 1.GBD 2016 Disease and Injury Incidence and Prevalence Collaborators
    1. Global, regional, and national incidence, prevalence, and years lived with disability for 328 diseases and injuries for 195 countries, 1990–2016: a systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2016.Lancet. 2017; 390: 1211-1259
  5. World Health Organisation – Health promotion and oral health 25th March 2020.
  6. Ferlay J EM, Lam F, Colombet M, Mery L, Piñeros M, Znaor A, Soerjomataram I, Bray F. Global Cancer Observatory: Cancer Today. Lyon, France: International Agency for Research on Cancer. Published 2018. Accessed 14 September, 2018.
  7. Global, regional, and national incidence, prevalence, and years lived with disability for 354 diseases and injuries for 195 countries and territories, 1990–2017: a systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2017. Lancet 2018; 392: 1789–8583
  8. Anderson CA. Leaders and leadership: who are they and what is it? Nurs Outlook. 1996 Jul-Aug;44(4):163.
  9. Do Dentists Require Leadership Qualities? Mamata Hebbal,
  10. Anil Ankola,Vikneshan Murugaboopathy.Sagar Patel, and Nayeema, Parker Can Med Educ Journal 2012 3(1)e80–e81.  Published online 2012 Mar 31.
  11. Kay E, Vascott D, Hocking A, Nield H, Dorr C, Barrett H. A review of approaches for dental practice teams for promoting oral health. Community Dent Oral Epidemiol. 2016 Feb 19. doi: 10.1111/cdoe.12220. [Epub ahead of print] Review. PubMed PMID: 26892435.