ქალები იმპლანტოლოგიაში

ქალები იმპლანტოლოგიაში - June 30, 2020

 

„დადგა დრო, რომ ჩვენს პროფესიაში ვიპოვოთ თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის. ჩვენ გვჭირდება მისაბაძი ქალები, რათა შთავაგონოთ და გავამხნეოთ სხვა ქალები, რომ თავიანთი პროფესიული მოლოდინები (მიზნები) გაამართლონ“.

ყველაფერი დაიწყო 2016 წელს, როცა სხვადასხვა ეროვნების ქალები გაერთიანდნენ, რათა გაეძლიერებინათ ქალთა როლი იმპლანტოლოგიის სამყაროში, სადაც წამყვანი პოზიციები მხოლოდ მამაკაცებს ეკავათ. პირველი შეხვედრის შემდეგ, ყველამ ვიგრძენით, რომ ვეძებდით ბალანსს ქალსა და მამაკაცს შორის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, რომ ერთად გავიზარდოთ და განვვითარდეთ იმპლანტოლოგიის სფეროში!

Women Implantology Network
WIN - Network per l'implantologia femminile

ჩემთვის, როგორც ქალისთვის, პროფესიული კარიერისა და ოჯახის ერთმანეთთან შეთავსება ერთგვარი თავგადასავალია; როგორც პაროდონტოლოგსა და იმპლანტოლოგს - სიამოვნებას მანიჭებს პაციენტების დახმარება; როგორც ლექტორს - მინდა, გავაზიარო ჩემი ცოდნა და უნარები,  რომ ყველა პაციენტის მკურნალობა ინდივიდუალურად წარიმართოს. ზოგჯერ ძალიან მიჭირს დროის გადანაწილება ამდენ განსხვავებულ საქმიანობაზე, ეს საკმაოდ ძნელია და ვიცი, რომ მე არ ვარ ერთადერთი.

მუდმივად მაქვს ურთიერთობა ჩემს ქალ კოლეგებთან. განვიხილავთ ჩვენს პროფესიულ ცხოვრებას, მიზნებსა და ამბიციებს. ვიცი, რომ ასეთ სიტუაციებთან გამკლავება ბევრ ჩვენგანს უწევს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ერთად ამის შეცვლა შეგვიძლია.

ჩემი მთავარი მიზანია, რომ ქალი იმპლანტოლოგები ჩვენს პროფესიულ ასპარეზზე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდნენ. ძალიან მინდა, სტომატოლოგიურ შეხვედრებზე მეტი ქალი მომხსენებელი ვიხილო, რომ გავუზიარო ჩემი გამოცდილება საჯარო გამოსვლების სფეროში და ვაჩვენო, თუ როგორ ვმკურნალობ პაროდონტიტიან პაციენტებს, რომელთაც შეიძლება სჭირდებოდეთ იმპლანტები დაკარგული კბილების აღსადგენად.

სიმართლე გითხრათ, გულწრფელად მჯერა, რომ ჩემი მისია სწორედ ამაში მდგომარეობს. იმედი მაქვს, ყველა ერთად შევძლებთ ქალთა როლის გაზრდასა და მათ წინა პლანზე წამოწევას იმპლანტაციურ სტომატოლოგიაში. ძალიან ბევრ ნიჭიერ ქალს შევხვედრივარ, რომელთაც შეუძლიათ სხვებისთვის თავიანთი გამოცდილების, ცოდნისა და იმპლანტოლოგიისადმი გატაცების გაზიარება.

„დადგა დრო, რომ ჩვენს პროფესიაში ვიპოვოთ თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის. ჩვენ გვჭირდება მისაბაძი ქალები, რათა შთავაგონოთ და გავამხნეოთ სხვა ქალები, რომ თავიანთი პროფესიული მოლოდინები გაამართლონ“. – Laurence Adriens.

VIDEO

ვინ ვართ ჩვენ:

WIN არის პროფესიონალ სტომატოლოგთა გლობალური ქსელი.

რას ვაკეთებთ ჩვენ:

  • ვიზიდავთ ქალებს იმპლანტოლოგიაში.
  • ვაძლიერებთ ქალებს, რომ მიჰყვნენ თავიანთ მისწრაფებებსა და მიზნებს, გაიუმჯობესონ ლიდერის (მართვითი) უნარ-ჩვევები.

რატომ WIN?

სტომატოლოგები ყოველთვის ვცდილობთ, თითოეული პაციენტისთვის საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებას მივაღწიეთ, თუკი პაციენტს შეუძლია თამამად გაიღიმოს და ისე დაღეჭოს, როგორც ბუნებრივი კბილებით დაღეჭავდა.

სტომატოლოგიურ სკოლებს (სასწავლებლებს) ქალების პროცენტულად დიდი რაოდენობა ამთავრებს, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ახერხებს იმპლანტოლოგიაში მუშაობის გაგრძელებას. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, პაციენტისთვის იმპლანტაციურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა და სათანადო შემანარჩუნებელი მკურნალობა რისკის ქვეშ დადგება, რადგან უფრო ცოტა პროფესიონალს ექნება ამ დარგში შესაბამისი სპეციალიზაცია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ იმპლანტოლოგიაში მისაბაძი ქალების დეფიციტია: ქირურგების, მომხსენებლების, ისევე როგორც, ლიდერებისა და კლინიკის მფლობელების. სწორედ ეს გარემოებები გვაძლევს WIN-ის წევრებს დიდ სტიმულს უფრო აქტიური მუშაობისათვის. ჩვენ - ქალ ქირურგებს, საკუთარი ბიზნესის მფლობელებსა და აკადემიურ სფეროში წარმატებულ ქალებს, - გვინდა მეტი ქალი მოვიზიდოთ იმპლანტოლოგიაში და წავახალისოთ.

როგორ?

  1. ცნობიერების ამაღლებისა და ქალების ნიჭის წარმოჩენის გზით;
  2. ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობები WIN-ის ღონისძიებებზე, სტომატოლოგიურ კონგრესებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით;
  3. თანამედროვე იმპლანტოლოგია WIN-ის საკლასო ოთახში, მეცნიერული მტკიცებულებების შეჯამებისა და უნარების განმავითარებელი ვორქშოფების მეშვეობით;
  4. სწავლება WIN წრეებში, დისტანციური სწავლება და მართვითი (ლიდერის) უნარების გაძლიერება.

უფასოდ შემოგვიერთდით აქ