პაციენტის შეცვლა - ივლისი 01, 2020
რა არის სამოტივაციო ინტერვიუს (Motivational Interviewing –MI) პრინციპები? როგორ შეიძლება მათი ეფექტურად გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში? როგორ შეიძლება დაეხმაროს კლინიცისტს სამოტივაციო ინტერვიუ პაროდონტის დაავადების მკურნალობისას?
სტატია მოგაწვდით ტექნიკურ-სამეცნიერო ინფორმაციას სამოტივაციო ინტერვიუს პრინციპების შესახებ. დამტკიცებულია, რომ კომუნიკაციის ეს მეთოდი ეფექტურია პაროდონტიტთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკ-ფაქტორის მართვისას. სტატიაში შეჯამებულია MI-ს სარგებელი პრაქტიკული მაგალითების დახმარებით, ასევე ასახულია შესაბამისი შედეგები თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურიდან.
პაროდონტიტიან პაციენტებში რისკ-ფაქტორების მართვა: რომელი სტრატეგია ავირჩიოთ?
კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, პაროდონტიტის პროგრესირება დაკავშირებულია ეტიოლოგიურ მიზეზებთან და რისკ-ფაქტორებთან. ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების კონტროლი, პირის ღრუს ჰიგიენის ინსტრუქტაჟთან (სწავლებასთან) ერთად, წარმოადგენს ფუნდამენტს პაროდონტიტის აქტიური მკურნალობის შედეგის გასაუმჯობესებლად და შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პაროდონტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (Ramseier et al., 2020). ამ რისკ-ფაქტორების უმეტესობას განაპირობებს პაციენტის ცხოვრების სტილი და ქცევა, შესაბამისად, მათი კონტროლი შესაძლებელია საკონსულტაციო ფსიქოლოგიური ჩარევებით (Newton & Asimakopoulou, 2015).
სამედიცინო გარემოში ეს საკონსულტაციო ჩარევები წარმოდგენილია ექსპერტის რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ქცევასთან დაკავშირებული პაროდონტული რისკ-ფაქტორების მართვისთვის. ამიტომ, სასურველია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური ჩარევების გამოყენება პაროდონტული მკურნალობის დროს, მკურნალობის ფუნდამენტურ ნაწილად იქცეს. მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სტრუქტურირებული საკონსულტაციო მიდგომის მაგალითს წარმოადგენს სამოტივაციო ინტერვიუ, რომელიც შეიქმნა Miller-ისა და Rollnick-ის მიერ (Rollnick & Miller, 1995), და რეკომენდებულია პაროდონტოლოგიის დარგში გამოყენებისთვის (Sanz & Meyle, 2010).
სამოტივაციო ინტერვიუს პრინციპები
„სამოტივაციო ინტერვიუ არის პაციენტზე ორიენტირებული, დირექტიული მეთოდი შინაგანი მოტივაციის გაძლიერებისთვის, რომელიც ემსახურება პაციენტის განწყობის ცვლილებას, საკუთარ თავში ამბივალენტურობის ძიებითა და მისი მოგვარების გზით“ (Rollnick & Miller, 1995).
სამოტივაციო ინტერვიუ წარმოადგენს კოლაბორაციული კომუნიკაციის მეთოდს და მისი მთავარი მიზანია, განავითაროს მტკიცე კავშირი კონსულტანტსა და პაციენტს შორის, ემპათიის, წარმოსახვისა და ავტონომიის (თვითმართვის) მეშვეობით. ყოველივე ეს ემსახურება პაციენტის შინაგანი მოტივაციის ქცევის ცვლილებასა და ზრდას.
არსებობს სტრატეგიათა ორი მთავარი ჯგუფი: I. კომუნიკაციის 4 მთავარი უნარი, რაც კომუნიკაციის სწორად წარმართვის სტილს განაპირობებს და II. 6 მთავარი პრინციპი, რაც კერძოდ სამოტივაციო ინტერვიუს ახასიათებს.
ოთხი საკომუნიკაციო უნარი გამოიხატება აკრონიმით OARS: Open questions - ღია კითხვები, Affirmations – დაფასება (ემოციური მხარდაჭერა), Reflective listening – რეფლექსური მოსმენა და Summarizing - შეჯამება.
ღია კითხვების მეშვეობით კლინიცისტი უკეთ შეიცნობს პაციენტის ცხოვრების სტილსა და ფასეულობებს (Ramseier & Suvan, 2010). ემოციური მხარდაჭერით პაციენტი ხედავს, რომ კლინიცისტი მხარს უჭერს მის მცდელობებს და ხელს უწყობს ცვლილების უნარის გამომუშავებაში. („თქვენ მეტად მიზანდასახული პიროვნება ბრძანდებით! / ვხედავ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია იყოთ... / თქვენ მთელი ძალისხმევით მუშაობდით ახალი ქცევის გამომუშავებაზე.“) რეფლექსური მოსმენის მეშვეობით მსემენელი პაციენტს უდასტურებს, გაიგო თუ არა მისი სათქმელი („თქვენი ნაამბობიდან მივხვდი, რომ...) საბოლოოდ, მნიშვნელოვანია, კლინიცისტმა შეაჯამოს და აჩვენოს პაციენტს, რომ მან მოისმინა და გაიგო მისი ნათქვამი.
ამ საკომუნიკაციო ტექნიკებთან ერთად, სამოტივაციო ინტერვიუს ბირთვს 6 მთავარი პრინციპი წარმოადგენს:
- პაციენტის შეხედულებაზე ფოკუსირებით, კლინიცისტმა უნდა გამოხატოს ემპათია რეფლექსური მოსმენისა და ემოციური მხარდაჭერის მეშვეობით;
- ღია კითხვების დასმით კლინიცისტმა უნდა წარმოაჩინოს შეუსაბამობა პაციენტის ქცევასა და მის ფასეულობებს შორის.
- მეტად მნიშვნელოვანია თვით-ეფექტურობის (თვით-ქმედითობის) მხარდაჭერა, რადგან, ფაქტობრივად, საკუთარი თავის რწმენა, ქცევის შეცვლასთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთების დროს, არსებით როლს თამაშობს.
- ევოკაციური ღია კითხვების გამოყენება, როგორიცაა: „გახსოვთ ის დრო, როცა თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდიოდა? რა შეიცვალა? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კბილები? შეაფასეთ ეს დამოკიდებულება 0-დან 10 ქულამდე. რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ქცევას შეიცვლით?“ ასეთი სახის კითხვების მეშვეობით ვზრდით პაციენტის თავდაჯერებულობას და ცვლილებებზე საუბრისკენ ვუბიძგებთ. ეგრეთ წოდებული „საუბარი ცვლილებაზე“ არის პაციენტის ერთგვარი განცხადება ცვლილებისადმი მზაობის შესახებ. ამ განცხადებებით, პაციენტები გამოხატავენ, რომ ცვლილებები სურთ, ადასტურებენ, რომ მზად არიან ქცევის შესაცვლელად ან იაზრებენ შეცვლილი ქცევის დადებით მხარეებს (Catley et al., 2014). ცვლილებაზე საუბრის მაგალითი მოცემულია 1 ცხრილში.
- ამასთანავე, კლინიცისტმა პაციენტს მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შესაბამის საკითხზე. თუმცა, ამისათვის, ექიმმა ჯერ უნდა გაიგოს თუ რა იცის პაციენტმა ამ ეტაპისთვის და შემდეგ სთხოვოს ნებართვა, რომ მისთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოს. კლინიცისტმა თავი უნდა აარიდოს რჩევების მიცემას, თუკი პაციენტს ეს არ სურს.
- ბოლო პრინციპი ცვლილებისთვის საჭირო გეგმის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს თავისი სამოქმედო გეგმა, რით დაიწყოს, როდის და სად ჩამოყალიბდება ახალი ჩვევა (Koerber, 2014). ამ შემთხვევაში, ექიმმა მიზნად არ უნდა დაისახოს იდეალური გეგმის შედგენა. პირიქით, პაციენტი თავად აყალიბებს ცვლილებათა გეგმას ექიმის მხარდაჭერით.
საბოლოდ, კლინიცისტმა უნდა შეაჯამოს სამოტივაციო ინტერვიუს ჩარევის მიზანი.
მოსაუბრე |
წინადადებები |
ქცევის კოდი |
ექიმი |
მითხარით, რა მოგწონთ მოწევაში? |
ღია კითხვა |
პაციენტი |
მომწონს მოწევა, რადგან ამ დროს მოდუნებული ვარ. ამჟამად სამსახურში ძალიან დაკავებული ვარ, თანაც ცოლსა და ორ შვილზეც ვზრუნავ. |
საუბრის შენარჩუნება |
ექიმი |
უსიგარეტოდ გაგიჭირდებათ სამსახურის სტრესისგან და დატვირთული ოჯახური ცხოვრებისგან გათავისუფლება? |
კომპლექსური არეკვლა - ემოციური მხარდაჭერა |
პაციენტი |
დიახ, ზუსტად! ზოგჯერ მხოლოდ ეს მშველის, რომ გამოვეთიშო დატვირთულ ცხოვრებას. |
|
ექიმი |
იქნებ ახლა დაფიქრდეთ, რა დადებით ცვლილებები მოხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, მოწევისთვის რომ დაგენებებინათ თავი? |
ღია კითხვა |
პაციენტი |
არ მექნებოდა ასეთი ცუდი სუნი პირი ღრუში და ჩემი ცოლი თავს უფრო ბედნიერად ჩათვლიდა. მიყვარს ფეხბურთის თამაში მეგობრებთან ერთად. იქნებ უკეთესადაც მეთამაშა. |
საუბარი ცვლილებაზე |
ექიმი |
როგორც ჩანს, მოწევის შეწყვეტას თქვენთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი დადებითი მხარე ჰქონია! |
დამოწმება და რეფლექსური მოსმენა |
პაციენტი |
დიახ, ასეა. არ მინდა, ცოლი ჩემს ჯანმრთელობაზე ღელავდეს. თუმცა, ამ სარგებლის მიუხედავად, მაინც ვერ ვანებებ თავს. |
ცვლილებაზე საუბარი მიზეზების დაკონკრეტებით / ამბივალენტური დამოკიდებულების გამოხატვა მოწევის შეწყვეტასთან დაკავშირებით. |
ექიმი |
0-დან 10-მდე რომ აფასებდეთ, რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ შეძლებთ ამ ქცევის შეცვლას? |
ცვლილების მხარდაჭერა: ევოკაციური შეკითხვა (მნიშვნელობის საზომი) |
პაციენტი |
4 |
საუბარი |
ექიმი |
რატომ 4 და არა 3? |
ევოკაციური შეკითხვა |
პაციენტი |
რადგან შარშან 2 თვით მოვახერხე მოწევის შეწყვეტა. |
|
ექიმი |
კარგია! ცოტა მეტი მიამბეთ იმ ორ თვეზე. რას გრძნობდით? |
ევოკაციური შეკითხვა |
სამეცნიერო მტკიცებულება სამოტივაციო ინტერვიუს მიღმა
შემთხვევითი შერჩევის წესით აღებული კლინიკური კვლევების სისტემური მიმოხილვა გვიჩვენებს MI დადებით და გრძელვადიან შედეგებს მოწევის შეწყვეტასთან, ჭარბწონიანთათვის სწორი კვების კონსულტაციასა და ფიზიკური აქტივობის წახალისებასთან დაკავშირებით (Lundahl et al., 2013).
კერძოდ, კოკრეინის სისტემურმა მიმოხილვამ დაამტკიცა MI ჩარევების ეფექტურობა მოწევის შეწყვეტის პროცესში (Lai et al., 2010): MI-ს შედეგად იზრდება მოწევის შეწყვეტის მცდელობათა რიცხვი, იმატებს მზაობა მოწევის შეწყვეტისთვის და იზრდება თავის დანებების სიხშირე. მეტიც, MI მიიჩნევა გაცილებით უფრო მაღალეფექტურად სხვა მეთოდებთან შედარებით.
ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევა პირველად იძიებდა კავშირს სტომატოლოგი კონსულტანტის ენასა და პაროდონტოლოგიურად სამკურნალო პაციენტებს შორის MI-ს კონტექსტში (Kitzmann et al., 2019). MI პრინციპებით მოსაუბრე კონსულტანტის წინადადებები მნიშვნელოვან კორელაციაში იყო პაციენტების მსჯელობასთან ცვლილების შესახებ, კოეფიციენტების თანაფარდობით 1,31 (Kitzmann et al., 2019). ეს ნიშნავს, რომ MI-მ დააჩქარა პაციენტების მიერ ცვლილებებზე საუბრის სურვილი და მზაობა.
Carra-სა და თანაავტორების მიერ ჩატარებული სისტემური მიმოხილვა აფასებს ქცევის ცვლილების წასახალისებლად ფსიქოლოგიური ჩარევის გავლენას პაროდონტიტიან პაციენტებში, პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესების მიზნით (Carra et al., 2020). ლიტერატურა გვეუბნება, რომ კომბინირებულმა ფსიქოლოგიურმა ჩარევებმა, რომლებიც დაფუძნებულია ინდივიდზე მორგებული პირის ღრუს ჯანმრთელობის სასწავლო პროგრამებზე, სოციალური შემეცნების მოდელებსა და MI-ზე, შესაძლოა მიგვიყვანოს პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესებამდე, რაც იზომება ნადებისა და ღრძილებიდან სისხლდენის მაჩვენებლებით (Carra et al., 2020; Jönsson et al., 2009).
პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებულ ქცევებთან ერთად, პაროდონტის მკურნალობის დროს, შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ სხვა რისკ-ფაქტორებზეც. MI შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა რისკ-ფაქტორების კონტროლის მიზნით, მათ შორის, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის, დიაბეტის კონტროლის, წონის შემცირებისა და კვების ცვლილების თვალსაზრისით.
სისტემური მიმოხილვა, რომელიც მიზნად ისახავდა უახლესი გაიდლაინების დადგენას რისკ-ფაქტორების კონტროლისთვის, ხაზს უსვამს, რომ მოწევის შეწყვეტამ და დიაბეტის კონტროლმა, სტომატოლოგიური თვალსაზრისით შეიძლება გააუმჯობესოს პაროდონტის ჯანმრთელობა და ამგვარად, საჭიროა მათი ჩართვა პაროდონტოლოგიურ მკურნალობაში.
MI-ს ძირითადი პრინციპები შეიძლება მარტივად გამოიყენებოდეს სტომატოლოგიური შეხვედრის დროს.
შეხვედრის დასაწყისი ნაწილი უნდა მოიცავდეს ღია კითხვას, რომელიც იკვლევს პაციენტის ვიზიტზე მოსვლის უმთავრეს მიზეზს ან მის მთავარ ინტერესს. მნიშვნელოვანია, რომ თვალის კონტაქტი იყო იმავე დონეზე, რა დონეზეც იმყოფება პაციენტი. პირის ღრუს ჯანმრთელობის სტატუსის კლინიკურ შეფასებამდე, ექიმმა უნდა ითხოვოს ნებართვა, რომ გააგრძელოს პირის ღრუს შეფასება. დამტკიცებულია, რომ პაციენტის ავტონომიის პატივისცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კომუნიკაციის მეორე ნაწილი პაციენტსა და ექიმს შორის პირის ღრუს შემოწმების შემდეგ იწყება. ინფორმაციის გაცვლა იწყება იმის გარკვევით, თუ რა იცის პაციენტმა ამ ეტაპისთვის, შემდეგ ექიმი აწვდის ინფორმაციას და არკვევს, თუ რას ფიქრობს პაციენტი მიწოდებულ ინფორმაციაზე (Suvan et al., 2014). ამ დროს ექიმს შეუძლია დაადგინოს რამდენად თავდაჯერებულია პაციენტი ან რა მნიშვნელობას ანიჭებს იგი ქცევის ცვლილებას (ე.ი. კბილთაშორისი ჯაგრულების ყოველდღიური გამოყენება ან კვების მოდიფიკაცია) და რას გრძნობს ამასთან დაკავშირებით.
მკურნალობის შემდეგ, შეხვედრის ბოლო ნაწილი ეძღვნება ვიზიტზე თქმულის შეჯამებას და კერძოდ ქცევის ცვლილების განხილვას. ამ დროს ექიმს შეუძლია გადახედოს მიზნებს და პაციენტთან ერთად დაგეგმოს დეტალური სტრატეგია ამ მიზნის მისაღწევად.
ქვემოთ მოცემული ილუსტრაცია MI პრინციპების ერთგვარი თვალსაჩინოებაა, რომლის გამოყენება შეიძლება სტომატოლოგთან ჰიგიენის ვიზიტზე, სადაც ჯგუფი 1, 2 და 3 შეესაბამება ამ სექციაში აღწერილ კომუნიკაციის სამ ნაწილს (ცხრილი 2).
Translation of this picture
Patient History - პაციენტის ისტორია
PART 1: 9 principles to establish a good rapport - ნაწილი 1: კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების 9 პრინციპი
Patient observance - პაციენტზე დაკვირვება
Level of communication – კომუნიკაციის დონე
Non-verbal – არავერბალური ნაწილი
Open questions – ღია კითხვები
Recognize ambivalence – ამბივალენტობის დადგენა
Reflective listening and affirmations – რეფლექსიური მოსმენა და ემოციური მხარდაჭერა
Express empathy – ემპათიის გამოხატვა
Set patient agenda - მკურნალობის გეგმის შედგენა
Ask permission - ნებართვის აღება
Assess clinical oral health status - პირის ღრუს ჯანმრთელობის კლინიკუეი სტატუსის შეფასება
PART 2: Meaningful information exchange - ნაწილი 2: მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმოცვლა
PRINCIPLES - პრინციპები |
TOOLS - საშუალებები |
EXAMPLES - მაგალითები |
Exploring values/beliefs - ფასეულობების/რწმენის ძიება |
Open questions - ღია კითხვები |
What are the most important things to you? How does this value relate to...? - რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? როგორ უკავშირდება ეს ფასეულობა..? |
Raising awareness - ცნობიერების ამაღლება |
E-P-E Elicit – Provide – Elicit გ - მ - გ გამოწვევა - მიწოდება - გამოწვევა |
What do you know about…? Research showed that… What do you understand/take from that? - რა იცით … შესახებ? კვლევამ აჩვენა, რომ... რა გაიგეთ/მიიღეთ ამისგან? |
Support change - ცვლილების მხარდაჭერა |
Evocate questions, importance ruler - გამომწვევი კითხვები, მნიშვნელობის საზომი |
Do you remember the time when thing were going well for you? What has changed? - გახსოვთ დრო, როდესაც საქმე კარგად მიდიოდა? რა შეიცვალა? From a scale from 0 to 10 how important do you find your teeth? - 0 – დან 10 – მდე სკალაზე, რამდენად მნიშვნელოვნად თვლით თქვენს კბილებს? |
Roll with resistance - წინააღმდეგობის დაძლევა |
Change talk - შეცვალე საუბარი |
Avoid providing advice unless desired by the patient. - თავი აარიდეთ რჩევების მიცემას, თუ კი ამას პაციენტი არ გთხოვთ. |
Provide treatment – მკურნალობის გეგმის მიწოდება
PART 3: Summarizing goal – მიზნის შეჯამება
Goal setting – მიზნის დასახვა
Summary - შეჯამება Today we have talked about… - დღეს ჩვენ ვისაუბრეთ...
Plan change - გეგმის შეცვლა What is it exactly that you will do, what steps will you take? – ზუსტად რას გააკეთებთ, რა ნაბიჯებს გადადგამთ?
When/Where this occur? - როდის/სად მოხდება ეს?
Who could help you? - ვინ შეძლებს თქვენს დახმარებას?
Patient records – პაციენტის ჩანაწერები
Infographic Sofia Drivas - ინფოგრაფიკები სოფია დრივასის მიერ
MI არის კოლაბორაციული, ინდივიდზე მორგებული კომუნიაციის ფორმა, რომელიც პაციენტის უკეთ გაცნობასა და გაძლიერებას ემსახურება. ექიმმა თავი პაციენტის მენტორად უნდა ჩათვალოს, გაიაზროს მისი ამბივალენტობა (წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება) და გადასცეს საჭირო ცოდნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის მიმართ. კვლევებით დამტკიცებულია MI ჩარევების ეფექტურობა სხვადასხვა დარგში ჯანმრთელობის ქცევის ცვლილებთან დაკავშირებით, შესაბამისად გაზრდილია პაროდონტოლოგიის დარგში ამგვარი ჩარევების დანერგვის ინტერესი. საჭიროა მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები ქცევასთან დაკავშირებული პაროდონტიტის რისკ-ფაქტორების მართვის მეთოდებისთვის (Kitzmann et al., 2019). თუმცა, ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმებული გაიდლაინები სტანდარტიზებულ პროტოკოლებზე, რომლებიც განსაზღვრავდა ფსიქოლოგიური ჩარევის ტიპს და საჭირო სესიების რაოდენობას (Carra et al., 2020).
რჩევები და ხრიკები |
|
გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურა:
Carra, M. C., Detzen, L., Kitzmann, J., Woelber, J. P., Ramseier, C. A., & Bouchard, P. (2020). Promoting behavioural changes to improve oral hygiene in patients with periodontal diseases: A systematic review. Journal of Clinical Periodontology, n/a(n/a). https://doi.org/10.1111/jcpe.13234
Catley, D., Goggin, K., & Lynam, I. (2014). Motivational Interviewing (MI) and its Basic Tools. In Health Behavior Change in the Dental Practice (pp. 59–92). John Wiley & Sons, Ltd. https://doi.org/10.1002/9781118786802.ch4
Jönsson, B., Öhrn, K., Oscarson, N., & Lindberg, P. (2009). The effectiveness of an individually tailored oral health educational programme on oral hygiene behaviour in patients with periodontal disease: A blinded randomized-controlled clinical trial (one-year follow-up). Journal of Clinical Periodontology, 36(12), 1025–1034. https://doi.org/10.1111/j.1600-051X.2009.01453.x
Kitzmann, J., Ratka-Krueger, P., Vach, K., & Woelber, J. P. (2019). The impact of motivational interviewing on communication of patients undergoing periodontal therapy. Journal of Clinical Periodontology, 46(7), 740–750. https://doi.org/10.1111/jcpe.13132
Koerber, A. (2014). Brief Interventions in Promoting Health Behavior Change. In Health Behavior Change in the Dental Practice (pp. 93–112). John Wiley & Sons, Ltd. https://doi.org/10.1002/9781118786802.ch5
Lai, D. T., Cahill, K., Qin, Y., & Tang, J.-L. (2010). Motivational interviewing for smoking cessation. The Cochrane Database of Systematic Reviews, 1, CD006936. https://doi.org/10.1002/14651858.CD006936.pub2
Lundahl, B., Moleni, T., Burke, B. L., Butters, R., Tollefson, D., Butler, C., & Rollnick, S. (2013). Motivational interviewing in medical care settings: A systematic review and meta-analysis of randomized controlled trials. Patient Education and Counseling, 93(2), 157–168. https://doi.org/10.1016/j.pec.2013.07.012
Newton, J. T., & Asimakopoulou, K. (2015). Managing oral hygiene as a risk factor for periodontal disease: A systematic review of psychological approaches to behaviour change for improved plaque control in periodontal management. Journal of Clinical Periodontology, 42(S16), S36–S46. https://doi.org/10.1111/jcpe.12356
Ramseier, C. A., & Suvan, J. E. (2010). Health Behavior Change in the Dental Practice (1. edizione). Blackwell Pub.
Ramseier, C. A., Woelber, J. P., Kitzmann, J., Detzen, L., Carra, M. C., & Bouchard, P. (2020). Impact of risk factor control interventions for smoking cessation and promotion of healthy lifestyles in patients with periodontitis: A systematic review. Journal of Clinical Periodontology, n/a(n/a). https://doi.org/10.1111/jcpe.13240
Rollnick, S., & Miller, W. R. (1995). What is Motivational Interviewing? Behavioural and Cognitive Psychotherapy, 23(4), 325–334. https://doi.org/10.1017/S135246580001643X
Sanz, M., & Meyle, J. (2010). Scope, competences, learning outcomes and methods of periodontal education within the undergraduate dental curriculum: A Consensus report of the 1st European workshop on periodontal education – position paper 2 and consensus view 2. European Journal of Dental Education, 14(s1), 25–33. https://doi.org/10.1111/j.1600-0579.2010.00621.x
Suvan, J., Fundak, A., & Gobat, N. (2014). Implementation of Health Behavior Change Principles in Dental Practice. In Health Behavior Change in the Dental Practice (pp. 113–144). John Wiley & Sons, Ltd. https://doi.org/10.1002/9781118786802.ch6