პერიოკამპუსის ჟურნალის კლუბი - January 10, 2022
პერიოკამპუს ჰერალდის ამ ნომრისთვის შევარჩიე კიდევ ერთი კლასიკური კვლევა პაროდონტოლოგიის დარგში. კვლევა, რომელიც აღწერილია 1976 წელს ჟურნალში „პაროდონტოლოგიური კვლევა“, სახელად „მიმაგრებული ღრძილის სიმაღლის ასაკთან ერთად ზრდა“ ფოკუსირებულია ანატომიაზე.
ამ კვლევის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აჩვენებს ლორწოვან-ღრძლოვანი შეერთების, როგორც ანატომიური სტრუქტურის სტაბილურობას დროთა განმავლობაში. გამოკვლეული იყო 80 ჯანმრთელი ადამიანი ინტაქტური კბილებით, რომელთაგან ნახევარი იყო 21-30 წლის ( 20 მამაკაცი და 20 ქალი), ხოლო გამოკვლეულთა მეორე ნახევარ 39-51 წლის (20 მამაკაცი და 20 ქალი). ავტორებმა ექსპერიმენტში გამოიყენეს იოდის ხსნარი ლორწოვან-ღრძილოვანი შეერთების მდებარეობის დასადგენად და შემდეგ ლითონის პატარა ნაჭრებით მონიშნეს ღრძილი რაც რენტგენოლოგიურ სურათზე აისახებოდა (დღეს ასეთი კვლევები ეთიკური საკითხების გათვალისწინების გამო აღარ ტარდება). ავტორებმა რენტგენზე გაზომეს მანძილი ლორწოვან-ღრძილოვან შეერთებას, კბილების მინანქარ-დუღაბის საზღვარს და ყბის ძვლის ქვედა კიდეს შორის. უაღრესად საინტერესო შედეგი იყო ის, რომ მანძილი ლორწოვან-ღრძილოვან შეერთებასა და ყბის ძვლის ქვედა კიდეს შორის იყო მუდმივი მიუხედავად ასაკისა, ხოლო მიმაგრებული ღრძილის სიმაღლე, ანუ მანძილი ლორწოვან-ღრძილოვან შეერთებასა და მინანქარ-დუღაბის საზღვარს შორის, ასაკთან ერთად იზრდებოდა, რაც აჩვენებს იმას, რომ კბილები განუწყვეტლივ ამოიჭრება და რომ ლორწოვან-ღრძილოვან შეერთება მუდმივად რჩება მის ადგილზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ეს არის ძალიან მარტივი სტატია, მარტივი მეთოდოლოგიითა და ნათელი ანალიზით. ავტორებმა ამ თემას დისკუსია და სტატიების მთელი სერია მიუძღვნეს. მე კატეგორიულად ვურჩევ ამ სტატიის გაცნობას ნებისმიერ პაროდონტოლოგს, განსაკუთრებით თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ლორწოვან-ღრძილოვანი ქირურგიით.