ფილიპპო გრაციანი

Filippo Graziani

ფილიპპო გრაციანი არის პიზის უნივერსიტეტში სრული პროფესორი პაროდონტოლოგიაში, სადაც იგი უძღვება პაროდონტოლოგიის, ჰალითოზისა და პაროდონტული მედიცინის დეპარტამენტს. ის არის ევროპის პაროდონტოლოგთა  ფედერაციის (EFP) ყოფილი პრეზიდენტი და ისთმანის სტომატოლოგიურ ინსტიტუტში - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) მოწვეული პროფესორი პაროდონტოლოგიაში. იგი არის სტომატოლოგიის ფაკულტეტის საპატიო პროფესორი ჰონგ-კონგში (ჩინეთი).