გუშინ - დღეს - ხვალ: მიმოხილვა პერიოკამპუსის საგანმანათლებლო პლატფორმიდან

პერიოკამპუსის მნიშვნელოვანი მომენტები - მარტი 12, 2022

მსოფლიო პანდემიამ უპრეცედენტო ზიანი მიაყენა ყველა ჩვენგანის პირად და პროფესიულ ცხოვრებას და, რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემასაც. იმისათვის, რომ კლინცისტებს სწავლის გაგრძელებაში ხელი შევუწყოთ და შევინარჩუნოთ პერიოკამპუსის არაჩვეულებრივი ატმოსფერო, ჩვენ ვმუშაობთ პაროდონტოლოგიაში ონლაინ საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და რესურსების შექმნაზე.

პერიოკამპუსის ვებინარები

აპრილის თვეში ორგანიზება გავუწიეთ ვებინართა ციკლს საერთაშორისო პრაქტიკოსებისთვის. პროფესორმა ფილიპო გრაციანიმ და პროფესორმა კრისტიანო ტომასიმ ყურადღება გაამახვილეს ახალ კლასიფიკაციაზე, პაროდონტიტის სტადიებსა და ხარისხებზე, ასევე იმპლანტის ირგვლივ ქსოვილების დაავადებებსა და მდგომარეობებზე. ვებინარების კონცეფცია სრულად შეესაბამებოდა პერიოკამპუსის სესიებს: მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გამოყენებამ გაამყარა და გაზარდა მიღებული ცოდნის კლინიკურ პრაქტიკაში გადატანის შესაძლებლობები. ამრიგად, ვებინარებზე ყურადღება მაქსიმალურად გამახვილებული იყო რეალურ ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევების ანალიზზე, რასაც მოჰყვა შესაბამისი დისკუსიები. ვებინარზე 1000-ზე მეტმა მსმენელმა მოიყარა თავი მთელი მსოფლიოდან და შეიქმნა უკუკავშირისა და ჩართულობის პოზიტიური ტალღა.

Periocampus Herald - Map of webinar attendees
პერიოკამპუსის ვებინარის მონაწილეთა რუკა

პერიოკამპუს „ჰერალდის“ გაშვება

პერიოკამპუს ჰერალდის პირველმა ნომერმა დღის შუქი აპრილის შუა რიცხვებში იხილა და მაშინვე მივიღეთ დადებითი გამოხმაურება. სწორედ მრავალი პრაქტიკოსი და პერიო-მოყვარული სტომატოლოგის წყალობით მოვახერხეთ იმ ჟურნალის შექმნა, რომელსაც ახლა კითხულობთ. მსოფლიო მასშტაბით უკვე 4000 მკითხველი გაეცნო ჰერალდს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

Periocampus Herald - Map of Herald readers
ჰერალდის მკითხველები მსოფლიოს მასშტაბით

პერიოკამპუსის კურსები

თუ პაროდონოლოგიის შესწავლა გსურთ, შემოგვიერთდით ამ ზამთარს ზაგრებში, ხორვატიაში 17 -19 დეკემბერს, პერიოკამპუსის ბაზისურ კურსზე. ეს კურსი არის პერიოკამპუსის პირველი საგანმანათლებლო მოდული ხორვატიაში. საგანმანათლებლო სისტემა შექმნილია მანუალური უნარების დასახვეწად, პაროდონტიტების დროს დიაგნოზის და ადეკვატური მკურნალობის დასაგეგმად.

მართალია, მოდული 1 განკუთვნილია დამწყები პაროდონტოლოგებისთვის, ის ასევე საინტერესო იქნება გამოცდილი კლინიცისტებისთვისაც, იმისათვის რომ გაიღრმაონ ცოდნა და პრაქტიკა. პროგრამა ფოკუსირებულია დიაგნოზზე, მკურნალობის  დაგეგმვასა და არაქირურგიულ პაროდონტულ მკურნალობაზე კბილებისა და იმპლანტების გარშემო.

პერიოკამპუსის სწავლება ფოკუსირებულია:

-  კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ ინტერაქტიულ სწავლებაზე;

- 
ინოვაციურ მანუალურ (Hands-on) პრაქტიკაზე (პერიოკამპუსის მეთოდი);

- კლინიკურ, ინ-ვივო პრაქტიკაზე;

ვინაიდან, პაროდონტიტის ეტიოლოგიაცა და პათოლოგიური ზეგავლენაც სცილდება პირის ღრუს საზღვრებს, პერიოკამპუსი ყურადღებას ამახვილებს თემებზე, რომლებიც გააუმჯობესებს თქვენს კლინიკურ კომპეტენციას (ცოდნას) და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მკურნალობის შედეგებზე. პერიოკამპუსში ასევე ისწავლება კვება (ნუტრიციოლოგიის საფუძვლები), სტრესის მართვა, პაციენტის მოტივირება და დაავადების სისტემური გავლენა. ასევე, პროგრამის ნაწილია უნიკალური სესია - პაროდონტული პაციენტების მართვა პირად პრაქტიკაში და მარკეტინგი.

თუ გაინტერესებთ რას უნდა ელოდოთ დეკემბერში, შეიტყვეთ მეტი პროფესორ ფილიპო გრაციანისგან: