პაროდონტიტის ზეგავლენა ალცჰაიმერის დაავადებაზე

ახალგაზრდა პაროდონტოლოგის წვლილი - June 30, 2020

 

პაროდონტიტსა და ზოგად ჯანმრთელობას შორის კავშირზე სულ უფრო მეტი ცნობა ჩნდება. პაროდონტიტსა და სხვა დაავადებებს (მაგ: დიაბეტი) შორის ურთიერთკავშირის შესახებ ბევრი მტკიცებულება არსებობს. ამავდროულად, არის ბევრი სხვა პათოლოგია, რომელთან კორელაციაც ჯერ მხოლოდ ჰიპოთეტურია. სამეცნიერო მტკიცებულებით გამყარებული დასკვნის მისაღებად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ექიმ რომეის ნაშრომი მიმოიხილავს მასალას არსებული სამეცნიერო ლიტერატურიდან და წარმოაჩენს მტკიცებულებებს ალცჰაიმერსა და პაროდონტიტს შორის სავარაუდო კავშირზე. კერძოდ, ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური, კლინიკური და ინ-ვიტრო კვლევები ხაზს უსვამენ პაროდონტიტის სავარაუდო ჩართულობას ალცჰაიმერის დაავადების გავრცელებასა და პროგრესირებაზე.


Periocampus Herald - Federica Maria Romei

დისერტაციის სათაური: „პაროდონტიტსა და ალჰაიმერის დაავადებას შორის კორელაცია (ურთიერთკავშირი): ლიტერატურის მიმოხილვა.“

დისერტაციის ავტორი: ფედერიკა მარია რომეი
უნივერსიტეტი: : ჩიეტი-პესკარას უნივერსიტეტი
ხელმძღვანელი:: პროფესორი ა.პიატელი


 

რა ვიცით ალცჰაიმერის დაავადებაზე?

ალცჰაიმერი (AD) ქრონიკული და პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კოგნიტური ფუნქციის მოშლა. მოიცავს - ყველა დემენციური შემთხვევის 60-70%-ს, ალცჰაიმერით მსოფლიოში დაავადებულია 50 მილიონი ადამიანი, ყოველწლიურად 10 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ალცჰაიმერის დაავადების გავრცელება იმატებს 65 წლის ასაკის ზევით პაციენტებში. ეს არ არის დაბერების ნორმალური შედეგი. AD-ს დროს ზიანდებიან და ნადგურდებიან ნეირონები, რაც პირველ ეტაპზე ითრევს ჰიპოთალამუსს (ტვინის უბანი, რომელიც მონაწილეობას იღებს ხანმოკლე, ხანგრძლივ და სივრცით მეხსიერებაზე) და შემდეგ - მთლიან ტვინს. პეპტიდმა ამილოიდ Aβ, რომელიც მონაწილეობას იღებს ნეირონების განვითარებაში, შეიძლება განიცადოს მკვეთრი კონფორმაციული ცვლილება, შედეგად ვითარდება ბოჭკოვანი ამილოიდები, რომლებიც თავსდებიან ნეირონების გარეთ და ქმნიან ბოჭკოვან ამილოიდურ ფოლაქებს, ხოლო ნეირონების შიგნით გვხვდება ტაუ ცილის გროვები, რასაც  ნეირობოჭკოვანი წნულები ეწოდება. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ალცჰაიმერის პროგრესთან ერთად ზურგის ტვინში იცვლება Aβ და ცილა ტაუს დონე. ბოჭკოვანი ამილოიდური ფოლაქების და ნეირობოჭკოვანი წნულის წარმოქმნის ზუსტი მექანიზმი ჯერ-ჯერობით უცნობია.

alzheimer
Figura 1:   ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტის მაგნიტო რეზონანსული სურათი

დღეს წარმოდგენილი სამკურნალო მანიპულაციებით ალცჰაიმერისგან განკურნება შეუძლებელია. მაგრამ შესაძლებელია პაციენტის მხარდაჭერა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ქცევითი და ფსიქოლოგიური სიმპტომების ნიშნების გამოვლენისას, ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, შესაძლებელია დაავადების პროგრესირების მიუხედავად პაციენტის კეთილდღეობის  შენარჩუნება, ასევე დაავადების პროგრესირების შენელება. თუმცა, ძნელია ზუსტი დასკვნების გაკეთება რისკფაქტორების არსებობის გამო, მაგალითად: დიაბეტი და ჰიპერტენზია ზრდის ალცჰაიმერის გაჩენის ალბათობას. (Duthey, 2013)

პაროდონტიტსა და ალცჰაიმერს ერთმანეთთან ორი მექანიზმი შეიძლება აკავშირებდეს. პირველი ხაზს უსვამს, რომ პაროდონტიტის დროს ხდება სისტემური ანთებითი პროცესი, მოცირკულირე ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების რიცხვის ზრდა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მეორე, პაროდონტული ბაქტერიის Porphyromonas gingivalis  (Pg),  სპეციფიკური როლი, კერძოდ ეს ბაქტერია იყო ნაპოვნი ალცჰაიმერის მქონე პაციენტის ჰიპოთალამუსში, როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ალცჰაიმერის დროს პირველად სწორედ ტვინის ეს უბანი ზიანდება.

მივყავართ თუ არა სისტემურ ანთებას ნეირო ანთებისკენ?

ცნობილია, რომ პაროდონტიტის დროს იმატებს ციტოკინების რაოდენობა, როგორიცაა IL-1, IL-6, CRP და TNF-a, რაც იწვევს სისტემური ანთებითი პროცესების ინიცირებას და გავლენას ახდენს ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. უფრო მეტიც, დემენციის ზოგიერთ ცნობილ რისკფაქტორს აქვს სისტემური ანთებითი გავლენა, რომელიც შედარებულია პაროდონტიტთან, ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ანთებითი ნიშნები ხელს უწყობენ ცნობიერების დაქვეითებას (Noble, Scarmeas, & Papapanou, 2013). ნეიროანთება არის ცენტრალური ნერვული სისტემის საპასუხო რეაქცია ინფექციაზე და ტრავმაზე და ითვლება, რომ მას შეუძლია დააჩქაროს ალცჰაიმერის დაწყება და პროგრესირება. ქრონიკული სისტემური ანთება იწვევს ანთების საწინააღმდეგო მედიატორების IL-1β გამოთავისუფლებას, რა დროსაც ხდება ანთებითი პროცესის გახანგრძლივება. ამავდროულად, ამ მედიატორებს შეუძლიათ მიკროგლიების გააქტიურებით ნეიროდეგრადაციის გამოწვევა. მიკროგლიის  ფუნქციაც არის ცენტრალური ნერვული სისტემის იმუნური დაცვა. მიკროგლიები ძალიან მგრძნობიარენი არიან ტვინის ჰომეოსტაზის ცვლილების მიმართ, ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში განიცდიან მორფოლოგიურ პროლიფერაციას და მოდიფიკაციას. მიკროგლიების დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი ქრონიკულ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებში, როგორიცაა ალცჰაიმერი, ამ დროს ვდგებით შემდეგი დილემის ქვეშ: “ჯერ ქათამი იყო თუ ჯერ კვერცხი”, მიკროგლიები ნეიროდეგრადაციის შედეგია, თუ ნეიროდეგრადაციის გამომწვევი მიზეზი? ნამდვილად, მედიატორების და ანთებითი მარკერების ზეგავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამოკიდებულია მანამდე მიკროგლიას აქტივობაზე. არსებული ნეიროპათოლოგიის დროს გააქტიურებულ მაკროფაგებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე ჯანმრთელი მდგომარეობის დროს. ციტოკინებიც კი ბუნებით არ არის ნეიროტოქსიური, მაგრამ წინასწარი კომპრომისის შემთხვევაში აუარესებენ ნეირონების დაკარგვას და  დაზიანებას. ეს ყველაფერი ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლია ანთების ინტენსივობის გაზრდას და ნეირონულ დაზიანებას საზიანო გავლენის მოხდენა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე, რომელთაც აქვთ ანთებითი ჩართულობა. იგივე მექანიზმი მოქმედებს ინსულტის დროს, მნიშვნელოვანი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ციტოკინებს, როგორიცაა TNF-a და IL-1β შეუძლიათ გამოიწვიონ ნეირონული სიკვდილი უკვე კომპრომისირებულ ნეირონებში. (Perry, Newman, & Cunningham, 2003)

ჯერ კიდევ უცნობია თუ რომელი ფაქტორები იწვევენ ანთების ინიცირებას და შენარჩუნებას ალცჰაიმერის მქონე პაციენტებში. მაგრამ, ინ-ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ბოჭკოვან ამილოიდურ ფოლაქში და ნერვულ ბოჭკოვან წნულში არსებულ Aβ და ცილა ტაუს შეუძლიათ TNF ის, IL-1 , IL-6 და ც-რეაქტიული ცილის (CRP) პროდუქციის ინიცირება. ამავდროულად ეს ციტოკინები იწვევენ Aβ და ცილა ტაუს სინთეზს. მეტიც კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა ც-რეაქტიული ცილის და სხვა ანთებითი მარკერების რიცხვის მატება პაციენტებში ალცჰაიმერის განვითარების შემდეგ. ასევე ბევრმა კლინიკურმა და ინ-ვიტრო კვლევამ აჩვენა კავშირი სისტემურ ანთებასა და ალცჰაიმერს შორის, არ არსებობს არანაირი სპეციფიკა, რითაც შევძლებთ დაავადების დაწყების პროგნოზირებას (Dioguardi et al., 2020).

Ide და თანაშემწეები მიზნად ისახავდნენ გამოერკვიათ, აქვს თუ არა გავლენა პაროდონტის დაავადებას ალცჰაიმერის მქონე პაციენტებში დემენციის და ცნობიერების გაუარესებაში. ამ კვლევაში მონაწილეობდა 60 ადამიანი, აკვირდებოდნენ 6 თვის განმავლობაში. შედეგებმა აჩვენა პაროდონტიტის მქონე პაციენტებში ცნობიერების გაუარესების მაჩვენებლის მატება საწყისი მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად. თუ ეს მონაცემები გამყარებული იქნება შემდგომი ცდებით, პაროდონტული მკურნალობა შეიძლება გახდეს შერჩევითი  მკურნალობის მეთოდად ალცჰაიმერის მქონე პაციენტებში და ზოგადად პრევენციულ მკურნალობად ნეიროდეგრადაციის მდგომარეობის დროს.

ჩართულია თუ არა სპეციპიკური ბაქტერია?

მეორე ჰიპოთეტური მექანიზმი გულისხმობს ბაქტერიულ კოლონიზაციის გავლენას, მაგალითად: Porphyromanas gingivalis. ავტორებმა გამოავლინეს ურთიერთკავშირი მის ვირულენტურ ფაქტორებს, (როგორიც არის ლიპოპოლისაქარიდები (LPS) და Gingipain ტოქსიკური პროტეაზა) და ციტოკინის გამომუშავებას შორის, მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას და მათი  პირდაპირი ზეგავლენა Aβ და Tau პროტეინებზე.

ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ შეუძლია პაროდონტულ ბაქტერიას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეღწევა. ჰიპოთეტურად, ეს შეიძლება მოხდეს სისტემური ცირკულაციის მეშვეობით, ტრანზიტული ბაქტერიემიით პირის ღრუს ჰიგიენის ჩატარების დროს, ან პერიფერიული ნერვების გზის გავლით, როგორიც არის ტრიგემინალური ნერვები. PG (პორფირომანა გინგივალის), ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პაროდონტული პათოლოგიური ბაქტერია, ასევე მისი გამოყოფილი ტოქსიკური პროტეაზა (Gingipain) აღმოჩენილი იყო ალცჰაიმერის მქონე პაციენტების ტვინში. PG-ის გამომუშავებული პროტეაზები LPS და Gingipain აღმოჩენილი იყო ალცჰაიმერის მქონე პაციენტების ნერვულ ქსოვილშიც, კვლევა ჩატარდა ალცჰაიმერის მქონე პაციენტების გვამურ მასალაზე (Poole, Singhrao, Kesavalu, Curtis, & Crean, 2013). მეტიც, ინ-ვიტრო და ინ-ვივო კვლევაში Poole-მა გამოავლინა ორივე LPS-ის და Gingipain-ის ნეიროტოქსიური გავლენა ტაუ ცილებზე. ვირულენტური ფაქტორები, რომელიც ფუნდამენტურია პათოგენურობისთვის და ბაქტერიების გადარჩენისთვის, ინ-ვივო და ინ-ვიტრო კვლევებით აღმოჩნდა ნეიროტოქსიური ტაუ ცილისთვის.

Dominy-მ და თანაშემწეებმა დაასინთეზირეს მოლეკულა, რომელსაც შეუძლია Gingipain-ის შეფერხება, ეწინააღმდეგება მის მოქმედებას, ამის შედეგად ბლოკავს Aβ-ს გამომუშავებას და ამცირებს ნეიროანთებას. ეს კვლევა, გარდა იმისა, რომ ამყარებს ჰიპოთეზას  ალცჰაიმერის მქონე პაციენტებში PG-ის მოქმედების შესახებ, ასევე მიგვითითებს, თუ როგორ შეიძლება ამ ტიპის ინჰიბიტორები იყოს ეფექტური ალცჰაიმერის მსგავსი ნეიროდეგენერაციული დაავადების მკურნალობის დროს. ამ კვლევაში ასევე აღწერილია კავშირი Gingipain-სა და ცილა ტაუ-ს რაოდენობის მომატებას შორის, ავტორი გამოთქვამს ჰიპოთეტეზას თუ როგორ შეიძლება იყოს ცილა ტაუ Gingipain-ის სამიზნე. ეს მხოლოდ ერთ-ერთია ცხოველებსა და თაგვებზე ჩატარებული კვლევებიდან, რომელიც გვთავაზობს ამ ორ პათოლოგიას შორის კორელაციას. კიდევ ერთმა საინტერესო ჯვარედინმა დაკვირვებითმა კვლევამ (Noble et al., 2009) გამოარკვია PG-ის სისტემურ დონესა და IgG-ს სითხის დონეს შორის კავშირი და მათი კოგნიტური შედეგები. მონაცემები NHANES-III-ს კვლევიდან, (Third National Health and Nutrition Examination Survey) რომელშიც 60 წელს გადაცილებული 2355 კაცი მონაწილეობდა, გამოიტანეს დასკვნა პაროდონტიტსა და დაქვეითებულ კოგნიტურ მდგომარეობას შორის.

რისთვის არის საჭირო დამატებითი კვლევები?

როგორც ჩანს, ადამიანის ცნობიერება და პირის ღრუს ჯანმრთელობა ერთმანეთთან კავშირშია. ალცჰაიმერის პროგრესირებასთან ერთად უდავოდ იკლებს პაციენტების მიერ პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურების ადეკვატურად ჩატარების უნარი, რასაც მივყავართ პირის ღრუს მდგომარეობის გაუარესებისკენ. როგორც უკვე განვიხილეთ, ამ ყველაფერს შეუძლია ცნობიერების და თვითონ დაავადების გაუარესება, რაც ცირკულირებადი პროცესია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ალცჰაიმერის ზეგავლენა პაროდონტულ ქსოვილზე. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, აუცილებელია იმის აღიარება, რომ თავის მხრივ პაროდონტიტი და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა შეიძლება გახდეს ცნობიერების გაუარესების წინაპირობა, და არა მხოლოდ შედეგი.

correlazione salute orale alzeimer

Inattention to oral care - პირის ღრუს მოვლის უგულვებელყოფა

Periodontitis - პაროდონტიტი

Tooth Loss - კბილის დაკარგვა

Cognitive impairment - კოგნიტიური დაქვეითება

სურათი 2: სავარაუდო კორელაცია ალცჰაიმერის დაავადებასა და პირის ღრუს ჰიგიენას შორის

მართალია, ჯერ არ არის ცნობილი პირდაპირი კავშირი ალცჰაიმერსა და პაროდონტიტს შორის, თუმცა არაპირდაპირი მტკიცებულებები გვაძლევს დამატებითი კვლევების ჩატარების საბაბს, რომ გამოაშკარავდეს პაროდონტიტის გავლენა ალცჰაიმერის დაწყებასა და პროგრესირებაზე. პაროდონტიტი არის დაავადება, რომლის მკურნალობაც და პრევენციაც შესაძლებელია და თუ ის ჩაითვლება ალცჰაიმერის რისკფაქტორად, შესაძლებელი იქნება მისი მოდიფიკაციაც.

თუ გავითვალისწინებთ მოხუცებში სიცოცხლის ხანგრძლივების ზრდას, ამ მდგომარეობის სიხშირეს და მის გავლენას სიცოცხლის ხარისხზე  ცნობიერების დაქვეითება ძალიან სერიოზული პრობლემაა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. პრევენციულმა ღონისძიებებმა და ცნობილი რისკფაქტორების მკურნალობამ შეიძლება გააუმჯობესოს მდგომარეობა, იმიტომ რომ, ჯერ კიდევ არ არსებობს ალცჰაიმერისგან განკურნების გზა, არსებობს მხოლოდ თერაპიები, რომლებიც მიზნად ისახავენ დაავადების პროგრესირების შენელებას და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებას.


გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურა:

Dioguardi, M., Crincoli, V., Laino, L., Alovisi, M., Sovereto, D., Mastrangelo, F., . . . Muzio, L. L. (2020). The Role of Periodontitis and Periodontal Bacteria in the Onset and Progression of Alzheimer's Disease: A Systematic Review. J Clin Med, 9(2). doi:10.3390/jcm9020495 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32054121

Dominy, S. S., Lynch, C., Ermini, F., Benedyk, M., Marczyk, A., Konradi, A., . . . Potempa, J. (2019). in Alzheimer's disease brains: Evidence for disease causation and treatment with small molecule inhibitors. Sci Adv, 5(1), eaau3333. doi:10.1126/sciadv.aau3333 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30746447

Duthey, B. (2013). Alzheimer Disease and other Dementias.  Background Paper 6.11. https://www.who.int/medicines/areas/priority_medicines/BP6_11Alzheimer.pdf

Ide, M., Harris, M., Stevens, A., Sussams, R., Hopkins, V., Culliford, D., . . . Holmes, C. (2016). Periodontitis and Cognitive Decline in Alzheimer's Disease. PLoS One, 11(3), e0151081. doi:10.1371/journal.pone.015108 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26963387

Noble, J. M., Borrell, L. N., Papapanou, P. N., Elkind, M. S., Scarmeas, N., & Wright, C. B. (2009). Periodontitis is associated with cognitive impairment among older adults: analysis of NHANES-III. J Neurol Neurosurg Psychiatry, 80(11), 1206-1211. doi:10.1136/jnnp.2009.174029 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19419981

Noble, J. M., Scarmeas, N., & Papapanou, P. N. (2013). Poor oral health as a chronic, potentially modifiable dementia risk factor: review of the literature. Curr Neurol Neurosci Rep, 13(10), 384. doi:10.1007/s11910-013-0384-x https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23963608

Perry, V. H., Newman, T. A., & Cunningham, C. (2003). The impact of systemic infection on the progression of neurodegenerative disease. Nat Rev Neurosci, 4(2), 103-112. doi:10.1038/nrn1032 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12563281

Poole, S., Singhrao, S. K., Kesavalu, L., Curtis, M. A., & Crean, S. (2013). Determining the presence of periodontopathic virulence factors in short-term postmortem Alzheimer's disease brain tissue. J Alzheimers Dis, 36(4), 665-677. doi:10.3233/JAD-121918 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23666172