საერთაშორისო პერიოკამპუსი საქართველოში

პერიოკამპუსის მნიშვნელოვანი მომენტები - December 13, 2021

ასეთ არასტაბილურ სიტოაციაში (ვგულისხმობთ პანდემიას) რთულია დაგეგმო და ჩაატარო  ღონისძიება ერთ პატარა მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაში, სადაც კოვიდ სიტოაცია დღითიდღე იცვლება. მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და ივლისში საერთაშორისო პერიოკამპუსი 80-მდე ექიმის მონაწილეობით წარმატებით და როგორც მონაწილეებისთვის ასევე თავად სპიკერებისთვის დაუვიწყარი ემოციებით ჩავატარეთ. მზადების პროცესში თითქოს იყო ბევრი პრობლემა რისი გადაჭრაც ზოგჯერ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, მაგრამ როცა უსაზღვრო სურვილით, ენთუზიაზმით და შენი პროფესიის მიმართ უსაზღვრო სიყვარულით აკეთებ საქმეს ყველა დაბრკოლების გადალახვა სასიამოვნო პროცესადაც კი იქცევა ხოლმე.

georgia

12-13 ივლისს საქართველოში, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე, შავი და კასპიის ზღვებს შორის, მის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ დედაქალაქში თბილისში ჩატარდა საერთაშორისო პერიოკამპუსის ბაზისური მოდული. დარწმუნებული ვარ ყველამ კარგად იცით მითი მედეასა და არგონავტებზე, ქალზე რომელიც ითვლება მედიცინის  ფუძემდებლად. ხოდა ზუსტად ის ქვეყანა, სადაც მედეა დაიბადა და ცხოვრობდა, იყო პერიოკამოუსის მასპინძელი.

 სასწავლო კურსის წარმატებით ჩატარების მანიშნებელი იყო 11 ივლისს ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატში იტალიის გამარჯვებაც, რაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გახდა სპიკერებისთვის. 12 ივლისს პერიოკამპუსის სალექციო დღეც სწორედ იტალიის ჰიმნითა და ამ გამარჯვების აღნიშვნით დაიწყო... პროფ. გრაციანი თავისი საოცარი საუბრის მანერითა და თანდაჯერებულობით შეუდგა პაროდონტოლოგიის ყველა დეტალის განხილვას დაწყებული პაროდონტის ქსოვილების ანატომიიდან მკურნალობის ეტაპების ჩათვლით.   

georgia2

მან განიხილა ყველა ის სიახლე და მნიშვნელოვანი კვლევა რისი ცოდნაც საჭიროა პრაქტიკოსი ექიმისათვის, რაზე დაყრდნობითაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თითოეული პაციენტის დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის დაგეგმარებისას. დარბაზში დამსწრე ექიმები მუდმივად იყვნენ ჩართული დისკუსიაში, დაისვა ძალიან ბევრი კითხვა. არა მხოლოდ მისი პროფესიონალიზმი, არამედ მისი პროფესიის მიმართ სიყვარული და ენთუზიაზმიც იგრძნობოდა თითოეულ მის სიტყვაში.

 

georgia 3

13 ივლისს ჩატარდა პრაქტიკული კურსი სადაც ექიმმა მატტეო ტონნელიმ ძალიან მარტივად და დეტალურად ახსნა ზონდირების, ხელის და გააქტიურებული ინსტრუმენტების გამოყენების თავისებურებები.  იგი არის ძალიან ყურადღებიანი და მოტივირებული სპიკერი, რაც ყველა მონაწილემ აღნიშნა, რადგან მან თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად გააკეთებინა ყველა ის მანიპულაცია რასაც ლექციის დროს ხსნიდა და არ დაუტოვებია უყურადღებოდ მასტერკლასის არცერთი მონაწილე. უნდა აღინიშნოს ექიმ ტონნელის სწავლების საინტერესო მეთოდოლოგია, რაც სწავლების პროცესში ორგინალური მასალების გამოყენებას და ტაქტილურ შეგრძნებებზე დამყარებულ ინსტრუმენტით ბრმა მუშაობას გულისხმობს.

georgia4

პერიოკამპუსი გაძლევს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ თანდაჯერებულობას, რაც შენი პაციენტების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის საწინდარია. 

დღეს, რამოდენიმე თვის შემდეგ, ლექციების დროს მიღებული ემოციები და კიდევ... მონაწილეების ემოციური შეძახილი Forsa Italia... გუშინდელი დღესავით მახსოვს. მადლობა პერიოკამპუსს ამ დაუვიწყარი ორი დღისთვის.