კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰერალდში

რედაქტორისგან - February 25, 2020

მე გახლავართ პიზას უნივერსიტეტის პროფესორი პაროდონტოლოგიის დარგში. ასევე ვარ ჰონკონგის უნივერსიტეტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო პროფესორი. გარდა ამისა, მერგო პატივი, ვყოფილიყავი ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის პრეზიდენტი.

ჩემი ცხოვრების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძულდა სტომატოლოგია.

ახალგაზრდობაში, როცა უფრო მეტად ამბიციური გახლდით, მეგონა, რომ საქმე, რომელსაც ადამიანი ირჩევს, აუცილებლად უნდა ტოვებდეს კვალს მომავალ თაობაში. აქედან გამომდინარე, სტომატოლოგია, როგორც დარგი და თავად სტომატოლოგის პროფესიაც, ასე ვთქვათ, „მცირე“ ამბიციად მესახებოდა. თუმცა, რადგან სტომატოლოგების ოჯახში ვიზრდებოდი, მაინც ჩავაბარე მისაღები გამოცდები, ჩავირიცხე და ორი წლის განმავლობაში ცუდი შედეგები მქონდა.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ახლა თავდავიწყებით მიყვარს ჩემი საქმე. საინტერესოა, რის გამო გვიყვარდება ჩვენი საქმე?

ერთი წამით დაფიქრდით და საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა - რა განაპირობებს თქვენს მოტივაციას?

როგორც ჩანს, მოტივაცია სამ ძირითად პრინციპზე დგას: ოსტატობა - ავტონომია - მიზანი. ჩემი აზრით, ამ პრინციპებით აიხსნება ის, თუ რატომაა სტომატოლოგია ასეთი არაჩვეულებრივი საქმიანობა.

რატომ სტომატოლოგია?

სტომატოლოგიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსტატობის ჩამოყალიბება. თავდაპირველად, მუშაობას ყველა ხელის კანკალით ვიწყებთ. შემდეგ, თანდათანობით გვემატება თავდაჯერებულობა. საბოლოოდ კი, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე, პრობლემებს პრაქტიკული მიდგომით ხვდები და შენი საქმე საოცრად გიყვარდება. ხშირად, ორმხრივი დამოკიდებულება - ტვინი-ხელები და ხელები-ტვინი - სწორედ ისაა, რაც სტომატოლოგიას და ამ სფეროში მუშაობას ასეთ სასიამოვნო საქმიანობად აქცევს.

მართალია, მედიცინა და სტომატოლოგია, როგორც პროფესიები, ერთმანეთთან ფუნდამენტურადაა დაკავშირებული და გადაჯაჭვული, მაინც არის ერთი სპეციფიკური საკითხი, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს. სხვა ექიმებისაგან განსხვავებით, სამუშაო გარემოს ტიპისა (საკუთარი სტომატოლოგიური პრაქტიკა) და იმ ფართოდ გავრცელებული პათოლოგიების გამო, რომელსაც ჩვენ ვმკურნალობთ, სტომატოლოგი არ არის ვალდებული ორი ათწლეული ელოდოს, ვიდრე თვითონ, დამოუკიდებლად შეძლებს გადაწყვეტილებების მიღებას. უკვე 24 წლის ასაკში სტომატოლოგს შეუძლია მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები (დაავადების დიაგნოსტირება, მკურნალობის დაგეგმარება, მკურნალობა) და გამოიყენოს ეს ყოველდღიურ პრაქტიკაში, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. როგორც წესი, ჩვენივე დეპარტამენტების ხელმძღვანელები ახალგაზრდა ასაკშივე ვხდებით. სწორედ ეს განაპირობებს ავტონომიას ჩვენს სამპუნქტიან სიაში. ამგვარი ავტონომია მკვეთრად მოქმედებს მუშაობისას ჩვენი ბედნიერების ხარისხზე და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა სამსახურით კმაყოფილების განცდაში. სტომატოლოგიურ და სხვა სახის ლიტერატურაში მითითებულია, რომ ისეთი სამუშაო, სადაც ადამიანს ნაკლები ავტონომია აქვს, უფრო სტრესულია და ნაკლებ სასიამოვნო, ვიდრე მაღალი ხარისხის ავტონომიის მქონე პირთა სამუშაო.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, უნდა გადავიდეთ სამპუნქტიანი სიის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - მიზანზე… კითხვა კი შემდგომში მდგომარეობს, რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ?

როდესაც 25 წლის ბავშვი ვიყავი (ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო), გარკვეული გარემოებების გამო, ისე მოხდა, რომ სულ რაღაც 48 საათში მთელი ცხოვრება შევცვალე (საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო, ქვეყანა) და დავიწყე სამწლიანი გადამზადება პაროდონტოლოგიაში. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი მოგზაურობა მიზნის ძიებისა და აღმოჩენისკენ.

რატომ ავირჩიე პაროდონტოლოგია?

მე აღმოვაჩინე თუ რა საოცარი რამაა პაროდონტოლოგია - ეს ერთადერთი დისციპლინაა სტომატოლოგიის დარგში, რომელმაც ხელოვნების სფეროდან მეცნიერებაში გადაინაცვლა. მიღებული პარამეტრების საშუალებით შეგვიძლია შევქმნათ უამრავი შესაძლებლობა და, რაც მთავარია, თავი ავარიდოთ არაობიექტურ მოსაზრებებს, შევხედოთ ფაქტებს მიუკერძოებელი თვალით.

პაროდონტოლოგიაში მთავარია ბიოლოგია - თუ ბიოლოგია არ იცი, პაროდონტოლოგად ვერ იმუშავებ. მაგრამ ასევე ვერ იმუშავებ პაროდონტოლოგად, თუ კარგად არ ავარჯიშე ხელები. პაროდონტოლოგია ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და დელიკატური დისციპლინაა, როცა საქმე ეხება მანუალურ ოსტატობასა და ტექნიკებს. ეს არის დისციპლინა, რომელშიც შეიძლება სპეციფიკური პათოგენების ან უჯრედების ქცევას თეორიულად სწავლობდე და რამოდენიმე წუთში სისხლში ამოსვრილი დაკარგული ქსოვილების აღდგენას სცდილობდე.

თუმცა პაროდონტოლოგია არ წარმოადგენს მხოლოდ ბიოლოგიასა და დელიკატური ქირურგიული ტექნიკების ნაზავს. როცა პაროდონტის ქსოვილებს მკურნალობ, ისეთ რამეს აკეთებ, რაც მხოლოდ პირის ღრუსთან არ არის დაკავშირებული. არა, არა: პაროდონტოლოგს სჭირდება კომუნიკაცია ადამიანთან, პიროვნებასთან. პაციენტის ქცევებისა და მოტივაციის გააზრება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნაკერების დადების სიზუსტე. კარგ პაროდონტოლოგს თანაბრად მაღალ დონეზე უნდა შეეძლოს პაციენტის დახმარება ყველა სფეროში, იქნება ეს კბილის ნადებისა და ღრძილებიდან სისხლდენის მაჩვენებლების შემცირება, მოწევისთვის თავის დანებებაში ხელშეწყობა, თუ მემბრანის სწორად მოთავსება. ფაქტობრივად ეს მთავარი წინაპირობაა. ნება მიბოძეთ, დავსვა შეკითხვა - შეცვლიდით თუ არა ქცევას, თუკი ამას გირჩევთ ადამიანი, ვინც არ მოგწონთ? ანდა იმ ადამიანის თხოვნით, ვისაც არ აფასებთ და ვისთანაც თავს არაკომფორტულად გრძნობთ? შეგიძლიათ მიკერძოებულად ჩამთვალოთ, მაგრამ მე ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემს ცხოვრებაზე იმ ადამიანთა გავლენა შევამცირო, ვინც არ მომწონს. როდესაც პაციენტის როლში ვარ, მეც ასე ვიქცევი. სწორედ ამიტომ, თუ გინდა, რომ კარგი პაროდონტოლოგი იყო, აუცილებლად გჭირდება სწორად ურთიერთობის, თანაგრძნობისა და კომუნიკაციის უნარი. კარგი პაროდონტოლოგი ვერ გახდები, თუ არ გაინტერესებს პიროვნება, რომელიც შენ წინ, პაციენტის სავარძელში ზის. მოკლედ რომ ვთქვათ, კარგი პაროდონტოლოგი ვერ იქნები, თუ ადამიანები არ გიყვარს.

პაროდონტოლოგია მჭიდრო კავშირშია მედიცინასთან, რადგან პაროდონტიტის მკურნალობა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. ამიტომ ახლა უკვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ კარგმა პაროდონტოლოგმა ჰორმონების მეტაბოლიზმი ან სისხლძარღვების ფიზიოლოგიაც იცოდეს.

პაროდონტოლოგიამ ნამდვილად გადამარჩინა, მაგრამ ამ ამბავს სხვა დროს მოგიყვებით...

რატომ აკადემია?

ვფიქრობ, აკადემიაში არასდროს ხარ მარტო ან მოწყენილი. ერთი დღის განმავლობაში უამრავი რამის კეთება გიწევს: ჯერ ზუსტი ნაკერების გაკეთებას ცდილობ და შემდეგ იმ სტატიის გასაგზავნად გარბიხარ, რომელზეც თვეობით მუშაობდი (იმ ჟურნალში, რომელიც თავიდან ბევრს ფიქრობდა შენი ნამუშევრის მიღებაზე, ახლა კი დასტურს ორი წამში გიგზავნის); შემდეგ გამორბიხარ ლექციიდან, რომელიც წაუკითხე 23 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ ხვდებიან, თუ რატომ არის ზრდასრული ადამიანი ასე აღტაცებული ღრძილებით და რატომ გარბის დილით მიღებული პაციენტის სანახავად, რომელსაც ნაკერების დადებიდან 2 საათის შემდეგ ისევ სისხლდენა აქვს ღრძილებიდან (წყეული ნაკერები!); ერთვები დეპარტამენტის უფროსთან სტრატეგიულ დისკუსიებში, აგზავნი წერილებს, რომელიც წინა კვირას უნდა გაგეგზავნა; შემდეგ შინ ბრუნდები იმისთვის, რომ სადილის შემდეგ დარჩენილი საღამო ლექციისთვის სლაიდების კეთებაში ბედნიერად გაატარო, რადგანაც შენს პარტნიორს მაინც ბოლომდე არ ენდობი.

 

მთელი ეს სიგიჟე, საქმისადმი ასეთი ვნება არის მთავარი მიზანი... და მტკიცედ მჯერა, რომ აკადემიის მთავარი მიზანი არის განვითარება და ცოდნის გაზიარება, რომელიც არასოდეს მთავრდება.

მთავარი არის პროცესი, საქმისადმი დამოკიდებულება და არა შედეგი, რომელიც უკვე მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობისაა.

ეს ნამდვილად ისაა, რაშიც ღირს მონაწილეობის მიღება.

ამ ყველაფერში მთავარი მიზნის მიღწევა კი არ არის, მიზანი სწორედ შენს პროფესიაში მოგზაურობაა. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესში თქვენც ჩაერთვებით.


 

ITACA

K. Kavafis

When you set out for Ithaka
ask that your way be long,
full of adventure, full of instruction.

The Laistrygonians and the Cyclops,
angry Poseidon - do not fear them:
such as these you will never find
as long as your thought is lofty, as long as a rare
emotion touch your spirit and your body.

The Laistrygonians and the Cyclops,
angry Poseidon - you will not meet them
unless you carry them in your soul,
unless your soul raise them up before you.

Ask that your way be long.

At many a Summer dawn to enter
with what gratitude, what joy -
ports seen for the first time;
to stop at Phoenician trading centres,
and to buy good merchandise,
mother of pearl and coral, amber and ebony,
and sensuous perfumes of every kind,
sensuous perfumes as lavishly as you can;
to visit many Egyptian cities,
to gather stores of knowledge from the learned.

Have Ithaka always in your mind.
Your arrival there is what you are destined for.

But don't in the least hurry the journey.

Better it last for years,
so that when you reach the island you are old,
rich with all you have gained on the way,
not expecting Ithaka to give you wealth.

Ithaka gave you a splendid journey.
Without her you would not have set out.

She hasn't anything else to give you.
And if you find her poor, Ithaka hasn't deceived you.

So wise you have become, of such experience,
that already you'll have understood what these Ithakas mean.