რედაქტორისგან



Filippo Graziani

რედაქტორისგან

რა უნდა ვქნა მომავალში?

January 10, 2022 - by Filippo Graziani


ამასწინათ, საფრანგეთის პაროდონტოლოგთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული კურსის შემდეგ, რომელიც ფურკაციების დაზიანების მართვას ეხებოდა, ერთ-ერთმა უნიჭიერესმა ფრანგმა პაროდონტოლოგმა რჩევისთვის მომმართა. მე კი ამ დროს მდინარე სენაზე მოტივტივე გემზე შამპანურს შევექცეოდი (მგონი, შემიძლია უფრო მეინსტრიმულიც ვიყო).

Filippo Graziani

რედაქტორისგან

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰერალდში

February 25, 2020 - by Filippo Graziani


მე გახლავართ პიზას უნივერსიტეტის პროფესორი პაროდონტოლოგიის დარგში. ასევე ვარ ჰონკონგის უნივერსიტეტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო პროფესორი. გარდა ამისა, მერგო პატივი, ვყოფილიყავი ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის პრეზიდენტი.

ჩემი ცხოვრების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძულდა სტომატოლოგია.

ახალგაზრდობაში, როცა უფრო მეტად ამბიციური გახლდით, მეგონა, რომ საქმე, რომელსაც ადამიანი ირჩევს, აუცილებლად უნდა ტოვებდეს კვალს მომავალ თაობაში. აქედან გამომდინარე, სტომატოლოგია, როგორც დარგი და თავად სტომატოლოგის პროფესიაც, ასე ვთქვათ, „მცირე“ ამბიციად მესახებოდა.

თუმცა, რადგან სტომატოლოგების ოჯახში ვიზრდებოდი, მაინც ჩავაბარე მისაღები გამოცდები, ჩავირიცხე და ორი წლის განმავლობაში ცუდი შედეგები მქონდა.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ახლა თავდავიწყებით მიყვარს ჩემი საქმე. საინტერესოა, რის გამო გვიყვარდება ჩვენი საქმე?   

ერთი წამით დაფიქრდით და საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა რა განაპირობებს თქვენს მოტივაციას?

როგორც ჩანს, მოტივაცია სამ ძირითად პრინციპზე დგას: ოსტატობა - ავტონომია - მიზანი. . ჩემი აზრით, ამ პრინციპებით აიხსნება ის, თუ რატომაა სტომატოლოგია ასეთი არაჩვეულებრივი საქმიანობა.

Filippo Graziani

რედაქტორისგან

გოლიათების მხრებზე დგომა

აპრილი 15, 2021 - by Filippo Graziani


ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია უმბერტო ეკო, რომელმაც თავისი კარიერა სემიოტიკის პროფესორობიდან დაიწყო და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწერალი გახდა, ყველა მისი წიგნი ბესტსელერია. მისი სადებიუტო ნაწარმოები „ვარდის სახელით“ და „ფუკოს ქანქარა“ ნამდვილად ჩემი თინეიჯერობის პერიოდში საუკეთესო საკითხავად ითვლებოდა.

ნამდვილად არ ვაპირებ სიუჟეტის განხილვას; დარწმუნებული ვარ, პერიო საზოგადოებამ ის კარგად იცის, ხომ ასეა? თუმცა, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე: ეს არის ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელის და მისი ყმაწვილი თანამგზავრის, ბენედიქტელი ადსოს ურთიერთობა.

ამბავს უკვე მხცოვანი ადსო მოგვითხრობს, იგი იხსენებს მის ახალგაზრდობაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბავს. წიგნის კითხვისას ძალიან კარგად ჩანს ყმაწვილის დიდი პატივისცემა უფროსი მასწავლებლის მიმართ. მრავალი წლის შემდეგაც კი ადსო კვლავ მასწავლებლის მადლიერია, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცის მისი სისუსტეცა და შეცდომებიც.

Filippo Graziani

რედაქტორისგან

ზეგინდელი დღე პაროდონტოლოგიაში

ივლისი 02, 2020 - by Filippo Graziani


ცხოვრება შეიცვალა. წერტილი.

ოდესმე დავუბრუნდებით ჩვენს (ძველ) ცხოვრებას?

„უპრეცედენტო დროში ვცხოვრობთ“ - ამ სიტყვებს ისე ხშირად ვიმეორებთ ბოლო თვეების განმავლობაში, რომ უკვე სპეციფიკურ ტერმინად, პოპულარულ ბანალურ ფრაზადაც კი იქცა... თუმცა, გასულ თვეებს ბანალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ...

მე, როგორც Herald-ის დამფუძნებელი, ვფიქრობდი თუ როგორ დამეჭირა მხარი ჩვენი მკითხველებისთვის ამ მძიმე დროში (რომელთა რიცხვიც სულ უფრო მატულობს). მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები რამდენიმე კონკრეტულ გარდამტეხ მოვლენაზე.

 

Filippo Graziani

რედაქტორისგან

დაუმარცხებელი მზე

ნოემბერი 06, 2020 - by Filippo Graziani


ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ  გამოწვევას ყოველთვის ვუყურებ, როგორც შესაძლებლობას. ადამიანს შიში იპყრობს, როდესაც ვერ ხედავს ხელჩასაჭიდს. ჩვენი შიშები კონტროლის ნაკლებობიდან გამომდინარეობენ. სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით შთამაგონებელ ციტატებს, როგორიცაა - „ცხოვრება კომფორტის ზონის მიღმა იწყება“. მართლაც, როგორ უნდა ვიპოვოთ გზა, ახალი გამოცდილება, ახალი სფეროები, თუ არ მოადუნა კონტროლი? ანდა როგორ შევიყვარებთ ვინმეს, თუ არ დავკარგავთ კონტროლს?

ამასწინათ მითხრეს, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში ყველაზე მყარი ლითონიც კი დარბილდება. ასე ხდება ადამიანების შემთხვევაშიც და (პაროდონტოლოგიაშიც) ბაქტერიებთან (ანაერობებთან) მიმართებაშიც. მძიმე მომენტები გვმატებენ ძალასა და ამტანობას, რომ ახალ გამოწვევებს გავუძლოთ. მჯერა, რომ საზოგადოება წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს და ყველა სირთულეს დასძლევს და ამავდროულად არ დაივიწყებს იმ მთავარ, ძვირფას საჩუქარს, რაც ყველამ მივიღეთ...