დაუმარცხებელი მზე

რედაქტორისგან - ნოემბერი 06, 2020

ეს შემოდგომა არ არის ისეთი სიცოცხლით სავსე, როგორსაც ვისურვებდით. პანდემია ახლაც ჩვენი რეალობის ნაწილია. იტალიაში ზოგიერთი რეგიონი ხელმეორედ ჩაკეტვის ზღვარზეა. ევროპაში მდგომარეობა ყოველ წუთს იცვლება. ეს ვითარება აისახება ყოველი ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ტოსკანაში გამოვიარეთ მეტისმეტად წვიმიანი თვეები (ვიცი, ამაზე მხოლოდ იტალიელები წუწუნებენ), სპორტული დარბაზებიც კი დაიკეტა, რაც რეალური საფრთხეს წარმოადგენს ფიზიკური და ჩემი აზრით მენტალური ჯანმრთელობისთვისაც კი. (განსაკუთრებით ჩემთვის)!

პირადად ჩემთვის, ამ საშინელებამ პიკს ბოლო რამდენიმე კვირაში მიაღწია, როცა უსაყვარლესი ადამიანები დავკარგე. ეს იყო ყველაზე დიდი ემოციური გამოწვევა, რაც კი გამომიცდია ჩემი ცხოვრების 33 წლის განმავლობაში. ერთი წინადადებით რომ ვთქვა, „სასოწარკვეთამ და მწუხარებამ მოგვიცვა“.

ასეთ საშინელ პერიოდში ადამიანი ადვილად იძირება ტკივილსა და მწუხარებაში. პირადი თუ სოციალური კრიზისის დროს, ადამიანები დაუცველები და შეშინებულები არიან. ამის ბუნებრივ საპასუხო რეაქციას შინაგანი თვითკონტროლის გრძნობის გაძლიერება წარმოადგენს. ზოგჯერ მცირედი ფოკუსირებაც კი გვეხმარება იმაში, რომ ავიტანოთ ის, რისი გაძლებაც არ შეგვიძლია.

ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ  გამოწვევას ყოველთვის ვუყურებ, როგორც შესაძლებლობას. ადამიანს შიში იპყრობს, როდესაც ვერ ხედავს ხელჩასაჭიდს. ჩვენი შიშები კონტროლის ნაკლებობიდან გამომდინარეობენ. სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით შთამაგონებელ ციტატებს, როგორიცაა - „ცხოვრება კომფორტის ზონის მიღმა იწყება“. მართლაც, როგორ უნდა ვიპოვოთ გზა, ახალი გამოცდილება, ახალი სფეროები, თუ არ მოადუნა კონტროლი? ანდა როგორ შევიყვარებთ ვინმეს, თუ არ დავკარგავთ კონტროლს?

ამასწინათ მითხრეს, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში ყველაზე მყარი ლითონიც კი დარბილდება. ასე ხდება ადამიანების შემთხვევაშიც და (პაროდონტოლოგიაშიც) ბაქტერიებთან (ანაერობებთან) მიმართებაშიც. მძიმე მომენტები გვმატებენ ძალასა და ამტანობას, რომ ახალ გამოწვევებს გავუძლოთ. მჯერა, რომ საზოგადოება წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს და ყველა სირთულეს დასძლევს და ამავდროულად არ დაივიწყებს იმ მთავარ, ძვირფას საჩუქარს, რაც ყველამ მივიღეთ...

ამასთან დაკავშირებით, ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი აზრი. თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, ვინაიდან მთელი ცხოვრება სიყვარულით სავსე გარემოში გავატარე, უანგარო, უპირობო და ძლიერი სიყვარულით სავსე გარემოში. ხშირად დავფიქრებულვარ იმაზე, თუ როგორ მოხდა, რომ გარს ამხელა სიყვარული მეხვია? მე მჯერა, რომ სიყვარული არის სასიცოცხლო ძალა, ახალი ცხოვრების საძირკველი, რომელიც ჯერ კიდევ წინ გველის.

როდესაც გრძნობ, რომ კონტროლს კარგავ, მთელი შემართებით უნდა იფიქრო იმ სიყვარულზე, რომელსაც იღებ და გასცემ. დაფიქრდი იმაზე, რას იღებ გარშემომყოფთაგან და როგორ გვიყვარს ცხოვრება, გზა, რომელიც თავადვე ავირჩიეთ.

სიყვარული საფუძველია, რომელიც გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ: მზე შეიძლება დაიფაროს, დაბნელდეს, მაგრამ მას ვერ დაამარცხებ, ვერ ჩააქრობ. რაც მთავარია, მზე მუდმივია.

ახლა მხოლოდ ფრენაზე ვფიქრობ. ძველი კარგი დროიდან ყველაზე მეტად ეს მენატრება (ან უცხო ადგილზე თვითმფრინავის დაჯდომის მომენტი), აფრენა თუნდაც ქარიან ამინდში... სულ რამდენიმე წუთში ღრუბლების სქელი შრე გაიფანტება, გამოჩნდება დიდებული მზე და კვლავ გაიბრწყინებს თავისი სიდიადით.

ასეთივე გრძნობა მაქვს ჰერალდის მიმართ: ეს წმინდა სიყვარულია. საკუთარ თავს ვამზადებ იმისთვის, რომ საინკუბაციო პერიოდიდან ისევ ცხოვრებას დავბრუნდე. ახლა, რადგან კონტროლი დავკარგეთ, საკუთარ თავს ხშირად უნდა ვუმეოროთ, რომ კვლავ დადგება დღეები, როდესაც ჩვენ შევძლებთ შეხვედრას, ჩახუტებას და კოცნას. დავაფასებთ დისტანციის გარეშე ურთიერთობას, ვისიამოვნებთ ადამიანობით და მზე ჩვენთან იქნება, როგორც ყოველთვის.

გიწვევთ, რომ ისიამოვნოთ ჰერალდის ამ გამოცემით. გადაფურცლეთ და აღმოაჩინეთ სახელები პაროდონტოლოგიის სამყაროდან. მარტინა სტეფანინი გაგიზიარებთ მუკიგინგივალური ქირურგიის სილამაზის საიდუმლოს. ბრწყინვალე ახალგაზრდა პაროდონტოლოგი მარიო რომანდინი, ჩვენი ეკიპაჟის წევრი ჰერალდის რეზიდენტების გუნდიდან, შეეხება პაროდონტულ პლასტიკურ ქირურგიას. ლაურა ბეტინი უფრო ღრმად ჩაწვდება სისტემური ანთებისა და პაროდონტოლოგიის ურთიერთკავშირს. და ჩვენი ლარისა მუზიკი ყურადღებას გაამახვილებს ჩემთვის საყვარელ თემაზე: მანუალური საჭიროებები პაროდონტოლოგიაში. და ბოლოს, ნეშა ზელეჰაპური და ლორენს ადრიანესი მოგვაწვდიან ინფორმაციას პაროდონტოლოგიის მნიშვნელობაზე ქალების ცხოვრებაში, განურჩევლად იმისა, ის პაროდონტოლოგია თუ პაციენტი.

დიდ სიამოვნებას მანიჭებს ამ საკითხების კითხვა, რადგან ეს ყველაფერი მომავლის იმედს გვაძლევს, გვაჩვენებს პაროდონტოლოგიისა და ცხოვრების სიყვარულს.

მოემზადეთ: ჩვენი საყვარელი ცხოვრება სრული სიცხადით დაბრუნდება. რეალობა კი ისაა, რომ:

მზე ყოველთვის გამოანათებს