რედაქტორისგან
მე გახლავართ პიზას უნივერსიტეტის პროფესორი პაროდონტოლოგიის დარგში. ასევე ვარ ჰონკონგის უნივერსიტეტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო პროფესორი. გარდა ამისა, მერგო პატივი, ვყოფილიყავი ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის პრეზიდენტი.
ჩემი ცხოვრების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძულდა სტომატოლოგია.
ახალგაზრდობაში, როცა უფრო მეტად ამბიციური გახლდით, მეგონა, რომ საქმე, რომელსაც ადამიანი ირჩევს, აუცილებლად უნდა ტოვებდეს კვალს მომავალ თაობაში. აქედან გამომდინარე, სტომატოლოგია, როგორც დარგი და თავად სტომატოლოგის პროფესიაც, ასე ვთქვათ, „მცირე“ ამბიციად მესახებოდა.
თუმცა, რადგან სტომატოლოგების ოჯახში ვიზრდებოდი, მაინც ჩავაბარე მისაღები გამოცდები, ჩავირიცხე და ორი წლის განმავლობაში ცუდი შედეგები მქონდა.
მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ახლა თავდავიწყებით მიყვარს ჩემი საქმე. საინტერესოა, რის გამო გვიყვარდება ჩვენი საქმე?
ერთი წამით დაფიქრდით და საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა რა განაპირობებს თქვენს მოტივაციას?
როგორც ჩანს, მოტივაცია სამ ძირითად პრინციპზე დგას: ოსტატობა - ავტონომია - მიზანი. . ჩემი აზრით, ამ პრინციპებით აიხსნება ის, თუ რატომაა სტომატოლოგია ასეთი არაჩვეულებრივი საქმიანობა.