პერიოკამპუსი - ხორვატიაში

პირველად ხორვატიაში პერიოკამპუსი კლინიცისტებს შეასწავლის დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმარების, იმპლანტისა და კბილის ირგვლივი ქსოვილების არაქირურგიული პაროდონტოლოგიური მკურნალობის, როგორც თეორიულ, ასევე მანუალურ მეთოდებს.

პერიოკამპუსის მნიშვნელოვანი მომენტები - მარტი 12, 2022

პირველად ხორვატიაში პერიოკამპუსი კლინიცისტებს შეასწავლის დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმარების, იმპლანტისა და კბილის ირგვლივი ქსოვილების არაქირურგიული პაროდონტოლოგიური მკურნალობის, როგორც თეორიულ, ასევე მანუალურ მეთოდებს.

 

პერიოკამპუსი პაროდონტოლოგიის მთელ დარგს მოიცავს. პერიოკამპუსს უდაოდ აკადემიური სწავლების მიდგომა აქვს, ქმნის მრავალხმრივი სწავლების გარემოს რასაც ადამიანი იგრძნობს კამპუსში ყოფნის დროს. პაროდონტოლოგიის შესწავლა და დარგში ჩაღრმავება არ იწყება და არ მთავრდება მხოლოდ ლექციაზე.

პერიოკამპუსის პროგრამა იმგვარადაა შექმნილი, რომ 3 სასწავლო დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე, ყოველ შემადგენელ ნაწილს აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება. შესვენებების და ლანჩის პერიოდიც კი ისეა მოწყობილი, რომ შეგიძლიათ ისწავლოთ არაფორმალურ გარემოში და მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს პაროდონტოლოგიას, პაციენტსა და პაროდონტოლოგიური მკურნალობის პროცესს. პერიოკამპუსის მთავარი მიზანია პერიოკამპუსში მიღებული ცოდნა კლინიცისტებმა პრაქტიკაში გამოიყენონ, როგორც კი თავიანთ სამუშაო გარემოს დაუბრუნდებიან. ინტენსიური, შთამბეჭდავი პროგრამის წყალობით, პერიოკამპუსი ერთმანეთთან აკავშირებს პრაქტიკოს ექიმებს, რომლებიც ერთნაირად არიან დაინტერესებულნი და გატაცებულნი პაროდონტოლოგიით - სწორედ ეს აყალიბებს საზოგადოებას.

პერიოკამპუსი 2020 - ხორვატია

პერიოკამპუსი ხორვატია მოიცავს პერიოკამპუსის სასწავლო პროგრამის პირველ მოდულს. იგი შექმნილია იმისთვის, რომ ექიმს მისცეს ცოდნა და შეასწავლოს მანუალური უნარ-ჩვევები, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს პაროდონტოლოგიური კლინიკური შემთხვევების გაანალიზება, დიაგნოზის დასმა და მკურნალობა.

პირველი მოდული სრულად განკუთვნილია არა მხოლოდ იმ ექიმებისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამენ პაროდონტოლოგიაში, არამედ ასევე გამოცდილი კლინიცისტებისთვის, რომ მათ, პერიოკამპუსის ინოვაციური და უნიკალური პრაქტიკული კურსების დახმარებით, არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა. სასწავლო პროგრამა ფოკუსირებას ახდენს დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმარების, იმპლანტისა და კბილის ირგვლივი ქსოვილების არაქირურგიული პაროდონტოლოგიური მკურნალობის საკითხებზე.

Periocampus teaching is founded on:
  • კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ ინტერაქტიულ სწავლებაზე
  • ინოვაციურ პრაქტიკულ ტრენინგზე (პერიოკამპუსის მეთოდით)
  • კლინიკურ, in-vivo პრაქტიკებზე

რადგან პაროდონტიტის ეტიოლოგიაცა და პათოლოგიური ზეგავლენაც სცილდება პირის ღრუს საზღვრებს, პერიოკამპუსი განიხილავს თემებს, რომლებიც გააუმჯობესებენ კლინიკურ კომპეტენციას და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ მკურნალობის შედეგზე. პაროდონტოლოგიის შესწავლისკენ გადადგმული ნაბიჯით, პერიოკამპუსი ასევე ასწავლის კვების, სტრესის მართვის, პაციენტის მოტივაციის და დაავადების სისტემური ზემოქმედების თავისებურებებსაც. პროგრამის უნიკალური ნაწილია კერძო კლინიკებში პაროდონტოლოგიური პაციენტების მართვის და მარკეტინგის საკითხების განხილვა.      


თარიღები: 17-19 დეკემბერი 2020

ადგილმდებარეობა: სასტუმრო დუბროვნიკი (ზაგრები, ხორვატია) ენა: ინგლისური და ხორვატიული

დასწრება შეუძლია: ყველა კლინიცისტს (სტომატოლოგებსა და პირის ღრუს ჰიგიენისტებს) რომლებიც საუბრობენ ინგლისურ და ხორვატიულ ენებზე

Opened for: all clinicians (dentists and dental hygienists) speaking English and Croatian language

საფასური:: 9300 ხორვატიული კუნა (+25% დღგ), რაც მოიცავს: სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობას, სამეცნიერო მასალებს და პერიოკამპუსის ჩანთას, საუზმეზე, ლანჩსა და ყავის შესვენებაზე, კოქტეილის წვეულებასა და სადილზე დასწრებას.

Info & ინფორმაცია & რეგისტრაცია: : periocampus.com/croatia

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: : info@periocampus.com