რედაქტორისგან
ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ გამოწვევას ყოველთვის ვუყურებ, როგორც შესაძლებლობას. ადამიანს შიში იპყრობს, როდესაც ვერ ხედავს ხელჩასაჭიდს. ჩვენი შიშები კონტროლის ნაკლებობიდან გამომდინარეობენ. სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით შთამაგონებელ ციტატებს, როგორიცაა - „ცხოვრება კომფორტის ზონის მიღმა იწყება“. მართლაც, როგორ უნდა ვიპოვოთ გზა, ახალი გამოცდილება, ახალი სფეროები, თუ არ მოადუნა კონტროლი? ანდა როგორ შევიყვარებთ ვინმეს, თუ არ დავკარგავთ კონტროლს?
ამასწინათ მითხრეს, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში ყველაზე მყარი ლითონიც კი დარბილდება. ასე ხდება ადამიანების შემთხვევაშიც და (პაროდონტოლოგიაშიც) ბაქტერიებთან (ანაერობებთან) მიმართებაშიც. მძიმე მომენტები გვმატებენ ძალასა და ამტანობას, რომ ახალ გამოწვევებს გავუძლოთ. მჯერა, რომ საზოგადოება წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს და ყველა სირთულეს დასძლევს და ამავდროულად არ დაივიწყებს იმ მთავარ, ძვირფას საჩუქარს, რაც ყველამ მივიღეთ...