ქალები იმპლანტოლოგიაში - მარტი 18, 2021
ახალი წელი, ახალი მოლოდინები, ახალი გეგმები... და რა წელი მოვიტოვეთ უკან! 2020 წელი იყო განსხვავებული ბევრი თვალსაზრისით. მე, როგორც პოზიტიური ადამიანი, ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს შევეგუოთ, მოვერგოთ ახალ და რთულ სიტუაციებს!
გასულ წელს, ჩვენს WIN საზოგადოებაში, მოუთმენლად ველოდით WIN-ის მეორე სამიტზე შეხვედრას, რომლის ჩატარებაც სტამბულში იყო დაგეგმილი. ვვარაუდობდით, რომ ამ შეხვედრაზე ერთმანეთს დავაკავშირებდით უფრო მეტ პროფესიონალს, როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჩვენს ფანტასტიკურ პროექტში!
მაგრამ 2020 წლის მარტის დასაწყისში მთელ ევროპაში დაიწო ლოქდაუნი (მთელი ევროპა ჩაიკეტა), ცოტა ხნის შემდეგ კი, ეს ჩაკეტვა გავრცელდა მსოფლიოს სხვა წერტილებშიც. უეცრად ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი - მოულოდნელად შევწყვიტეთ სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება!
„თავისუფლება არ არის მუდმივი“, ამ გზავნილს ჩემი ერთ-ერთი სახის ნიღბის მეშვეობით ვაგზავნი...
მიუხედავად ამისა, WIN-ის წევრებს არ გვინდოდა იმ შეხვედრის გაუქმება, რომელსაც წინასწარ თვეობით ვგეგმავდით, თუმცა სიტუაცია არ გვაძლევდა ფიზიკური გადაადგილების საშუალებას შეხვედრის ადგილამდე. ბევრმა ჩვენგანმა მუშაობა დაიწყო სახლიდან (ჩემი შვილებიც კი სკოლაში სახლიდან სწავლობდნენ) - სიტუაციამ ონალაინ პლატფორმებზე გადასვლის საშუალება მოგვცა. ამ პლატფორმების მეშვეობით შეგვიძლია ერთდროულად დავუკავშირდეთ ბევრ ადამიანს და ერთმანეთს ცოდნა გავუზიაროთ! მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმები მანამდეც ხელმისაწვდომი იყო, აშკარაა, რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებულმა „დარჩი სახლში“ კამპანიამ ამგვარი პლატფორმების უფრო ფართედ გამოყენებისკენ გვიბიძგა!
WIN-ის საზოგადოებამაც აუწყო ფეხი მიმდინარე პროცესებს და მეორე სამიტის ორგანიზატორებმა შემოგვთავაზეს ონლაინ შეხვედრის გაკეთება. ძალიან მადლიერი ვიყავი, რადგან ასე ჩვენი ღონისძიება არ ჩაიშლებოდა და შეხვედრა შედგებოდა!
თავდაპირველად, ვგეგმავდით, რომ შეხვედრა მხოლოდ ორდღიანი ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ მივიღეთ გადაწვეტილება, ლექციები მთელი კვირის განმავლობაში ჩაგვეტარებინა. ონლაინ ღონისძიება დაიწყებოდა 14 სექტემბერს და გაგრძელდებოდა 20 სექტემბრამდე... ამრიგად, შეგვეძლო განრიგი ისე დაგვეგეგმა, რომ რაც შეიძლება მეტი მონაწილე მოგვეზიდა მთელი მსოფლიოდან.
პროგრამა მოიცავდა 20 სხვადასხვა მომხსენებელს და 12 განსხვავებული ეროვნების მონაწილეს - როგორც ევროპიდან და აზიიდან, ასევე აფრიკიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან.
- დამსწრეებს ფართო არჩევანი ჰქონდათ. მათ აირჩიეს მათთვის საინტერესო თემები, რაზეც ჩაუტარდათ 16 საათიანი ლექცია-მასტერკლასები, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს მომხსენებლებთან პირდაპირ ეთერში კითხვა-პასუხის სესიებზე. ITI–ს არჩეული პრეზიდენტი, დოქტორი შარლოტა სტილველი და შტრაუმანის ჯგუფის წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა და გახსნა ღონისძიება. მეორე დღეს, WIN–ის ძირითადი ჯგუფის წევრმა, პროფესორმა ბანუ ყარაიაზგანმა ისაუბრა WIN–ის წევრობის შესახებ. სხვა თემები მოიცავდა:
- გართულებების მართვის მასტერკლასს ექიმ ჯოვანი სალვისთან ერთად;
- სტომატოლოგებისთვის ციფრული მარკეტინგის მასტერკლასს იან ჰაასთან ერთად;
- სტომატოლოგიაში პაციენტზე-ორიენტირებულ მიდგომას ექიმ ჯოსელინ ფაინთან ერთად;
- ალვეოლური მორჩის პრეზერვაციის ტექნიკებს ექიმ ლორენს ადრიენსთან ერთად;
- ზედა ყბის წინა კბილებისთვის ვარდისფერი ესთეტიკური შედეგის მიღებას ექიმ მარლენ ტეოსთან.
14 სექტემბერს, შარლოტა სტილუელის, გილბერტ აჰერმანისა და პეტრა რუმპფის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, WIN-ის მეორე სამიტი და ჩვენი პირველი ონლაინ შეხვედრა მე დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ვერ ვხედავდი, ვიცოდი, რომ ისინი მისმენდნენ და მინდოდა მათთან მაქსიმალურად ამომწურავად მესაუბრა. ყოველი სესიის ბოლოს, იყო გამოყოფილი დრო კითხვა-პასუხისთვის, და ამ დროს ვგრძნობდი, რომ მონაწილეები მადლიერნი იყვნენ, სურდათ მეტი ინფორმაცია მიეღოთ წარმოდგენილი თემის შესახებ. ჩვენს ონლაინ გულშემატკივარს სურდა სწავლა, გაზიარება და ცნობიერების ამაღლება. ეს საოცარი შეგრძნებაა!
ვინაიდან შეუძლებელია თითოეული პრეზენტაციის დეტალურად აღწერა, შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი ხელმისაწვდომია ონლაინ (აქ) - ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისიამოვნოთ ამ მასალით, ამასაც ვირტუალურ პლატფორმებს უნდა ვუმადლოდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მომხსენებელს: Dr. Maja Danecka, Prof. Dr. Banu Karayazgan, Prof. Dr. Yasemin Özkan, Jan Haas, Dr. Ana Carbone, Prof. Jocelyne Feine, Dr. Yurdanur Ucar, Dr. Laura Maestre Ferrin, Dr. Marlene Teo, Dr. Eloana Thomé, Ms. Margot Louw, Dr. Fearika Jordaan, Prof. Dr. Giovanni E. Salvi, Dr. Lauralee Nygaard, Dr. Salma Al Jahdhami and Asst. Prof. Yeliz Cavusoglu Yuce. ასევე, დიდი მადლობა საორგანიზაციო ჯგუფსა და ყველა მონაწილეს. ჩვენდა სასიხარულოდ, გვყავდა 3900-ზე მეტი დარეგისტრირებული ადამიანი 120 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენს პირველ ონლაინ ღონისძიებაში. ეს დიდი წარმატებაა!
ამგვარად, შესაძლოა 2020 წლიდან ჩემი მთავარი გზავნილი ასეთი იყოს: მოდით, შევხედოთ ცხოვრების ნათელ მხარეს და ჩავებღაუჭოთ იმ შესაძლებლობებს, რაც გვეძლევა, მაშინაც კი, თუ რთულ და გამომწვევებით აღსავსე სიტუაციებს ვაწყდებით! ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია!
ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ!
WIN– ის წევრობისთვის, შემოგვიერთდით აქ.