პერიოკამპუსის მნიშვნელოვანი მომენტები - ნოემბერი 06, 2020
სექტემბერი განახლების თვე იყო! წვიმიანმა ამინდმა დაგვიდასტურა შემოდგომის დადგომა, სტუდენტები დაუბრუნდნენ ლექციებს, ჩვენ კი დაგვიბრუნდა ღიმილი პერიოკამპუსის ნიღბებით დაფარულ სახეებზე.
პერიოკამპუსი მზარდი ოჯახია და ტრენინგები მისი ფუნდამენტური, თუმცა არა ერთადერთი ნაწილი გახლავთ. კლინიკური ცოდნის ზრდასთან ერთად, ჩვენს კოლეგებთან გვიყალიბდება ნამდვილი ურთიერთობები და დიდი სურვილი, მუდმივად განვიახლოთ ცოდნა და განვვითარდეთ პროფესიული კუთხით.
პერიოკამპუსის დაარსებიდან კიდევ ერთი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით 13-15 სექტემბერს, პიზაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც სრულად მიეძღვნა პაროდონტიტის არსის გაგებას. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ისეთი პროფესორებისთვის, როგორებიც არიან: ფილიპო გრაციანი, კრისტიანო ტომასი, ჯინი სუვანი და მატეო ტონელი. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ მეცადინეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს კურსი ჩატარდა COVID-19-ის პროტოკოლის და უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. თუმცა მიუხედავად სოციალური დისტანციის და დეზინფექციისა, რომელსაც განუწყვეტლივ ვუტარებდით საკუთარ თავებს და ირგვლივ ყველაფერს, პირბადეების მიღმა მაინც შევამჩნიეთ ერთმანეთის ნახვით გამოწვეული ღიმილით გაბრწყინებული სახეები და კარგადაც ვიმხიარულეთ.
პერიოკამპუსის ოჯახი განაგრძობს ზრდას და ჩვენ ვართ ამაყები რომ ვართ მისი ნაწილი. არ ხართ ჯერ ჩვენი გუნდის წევრი? მოგვწერეთ ან ესტუმრეთ გვერდს
https://periocampus.it