პერიოკამპუსის მნიშვნელოვანი მომენტები - მარტი 12, 2022
ერთი წლის წინ, როდესაც პერიოკამპუს ჰერალდის პირველ გამოცემას ვამზადებდით, ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი განსაკუთრებული წელი გვექნებოდა?
მოგვწონს თუ არა, მოგვიწია ცხოვრების სრულიად ახალ სტილზე გადაწყობა. სპორტ დარბაზების ნაცვლად, ვარჯიში მისაღებ ოთახებში დავიწყეთ; ნიღაბი კი, რომელიც ადრე მხოლოდ ჩვენი სამსახურის ნაწილი იყო, ახლა ყოველდღიური აქსესუარი გახდა. გადმოვწერეთ მიტანის სერვისის ყველა აპლიკაცია, ვაწყობდით შეხვედრებს ეკრანებთან და გარეთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გავდიოდით. მიუხედავად ამისა, ამ უცნაურ ვითარებაში ერთი რამ არ შეცვლილა, მე ვიტყოდი, პირიქით, უფრო გაძლიერდა კიდეც: ეს არის სწავლის სურვილი. ჩვენ, პერიოკამპუსის წევრებს, არ გვინდოდა, რომ ეს შესაძლებლობა თქვენთვის მოგვეკლო, რადგან როგორც მაჰათმა განდიმ თქვა:
„იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე; ისწავლე ისე, თითქოს სამუდამოდ იცოცხლებ“.
მაისის თვეში პერიოკამპუსი ხორვატიის ულამაზეს ქალაქ ზაგრებში მიემგზავრება, არაქირურგიულ პაროდონტოლოგიაში პირველი საერთაშორისო ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული კურსის ჩასატარებლად.
პერიოკამპუსი ყველასგან გამოირჩევა და არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ სასწავლო კურსად. ეს არის გამოცდილება, მოგზაურობა, კამპუსი. ეს არის ადგილი, სადაც ჰიგიენისტები და ექიმი სტომატოლოგები ეცნობიან ერთმანეთს, უცვლიან შეხედულებებს, უმეგობრდებიან საერთო ინტერესების მქონე ახალ ადამიანებს. საუბარია 3 დღიან კურსზე, სადაც ნახევარი დრო გათვლილია თეორიულ სწავლებაზე, მაგრამ უმეტესი დრო ეთმობა პრაქტიკას. პროფესორების ხედვა ძალიან მკაფიოა: „სწავლის ფუნდამენტურ და არსებით ნაწილს პრაქტიკა წარმოადგენს, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს განვამტკიცოთ თეორიულად ნასწავლი ცნებები. ვიდრე სტომატოლოგიურ კაბინეტებში დაბრუნდებიან, ჩვენმა პროფესიონალებმა პაროდონტოლოგია საკუთარი ხელებით უნდა გამოსცადონ“.
არ აქვს მნიშვნელობა, ექიმი სტომატოლოგი ხართ თუ ჰიგიენისტი, სწავლა ახლახან დაამთავრეთ თუ უკვე გამოცდილი ექიმი ბრძანდებით, კურსი ყველაზე თანაბრად არის გათვლილი.
„პერიოკამპუსის შემდეგ გადაწყვეტილებებს უფრო თამამად ვიღებ და საკუთარი თავის უფრო მეტად ვირწმუნე - ვიქტორია უილსონი.“
ნახეთ პერიოკამპუსის ერთ-ერთი მონაწილის, ვიქტორია უილსონის ინტერვიუ.
რა მიაქვთ კლინიცისტებს პერიოკამპუსიდან?
პერიოკამპუსიდან დაბრუნების შემდეგ, იგრძნობთ, რომ ბევრად დამოუკიდებელი გახდით ნებისმიერი პაროდონტოლოგიური კლინიკური შემთხვევის განხილვის და მკურნალობის გეგმის შედგენისას, ისწავლით წარმატებული მკურნალობისთვის სწორი საშუალებების და ტექნიკების არჩევას.
ნახეთ პერიოკამპუსის დამფუძნებლისა და მომხსენებლის, პროფესორ გრაციანის ინტერვიუ:
გაიგეთ მეტი პერიოკამპუსის პროგრამის შესახებ და შემოუერთდით ჩვენს საერთაშორისო პროგრამას ზაგრებში?
დარჩენილია სულ რამდენიმე ადგილი!
გინდათ ჩვენი საზოგადოების ნაწილი გახდეთ? მოგვწერეთ info@periocampus.com ან ესტუმრეთ ჩვენს გვერდს https://periocampus.com.
დაელოდეთ პერიოკამპუს ჰერალდის მომდევნო ნომრებს, საიდანაც უფრო მეტ სიახლეს შეიტყობთ. წინ სიურპრიზებით აღსავსე წელი გველის!
გამოგვყევით ფეისბუქისა და ინსტაგრამ გვერდებზე - @periocampusinternational.