პერიოკამპუსის ჟურნალის კლუბი - ნოემბერი 06, 2020
70-80-იან წლებში მკვლევრების: Lindhe, Yoneyama, Nyman, Liljenberg and Rosling - ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში აღწერილი იყო კვლევების შედეგები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პაროდონტოლოგისთვის. Herald-ის ამ გამოცემაში ვისაუბრებთ პაროდონტოლოგიაში საკვანძო კონცეფციაზე: ქირურგიული მკურნალობა ვერ იქნება წარმატებული, თუ არ არის ნადების იდეალური კონტროლი.
კვლევაში „სისტემური ნადების კონტროლის გავლენა ძვალშიდა ჯიბეში ძვლის რეგენერაციაზე“ შედარებულია პაციენტების ორ ჯგუფი. პაროდონტოლოგიური ქირურგიის ”Modified Widman flap”-ის ტექნიკით (მოდიფიცირებული ვიდმანის ნაფლეთის ტექნიკა) ჩატარების შემდეგ, ერთი ჯგუფის წევრები ჩართეს შემანარჩუნებელ თერაპიაში და პროფესიულ წმენდაზე ორ კვირაში ერთხელ იბარებდნენ, მეორე ჯგუფის პაციენტებს კი იბარებდნენ წელიწადში ერთხელ. ორივე ჯგუფს აკვირდებოდნენ ორი წლის განმავლობაში.
ორწლიანი დაკვირვების შემდეგ, პირველ ჯგუფს შესანიშნავი შედეგები ჰქონდა! დაიხურა ყველა ვერტიკალური ძვლოვანი დეფექტი, რომელთა მკურნალობა ნაფლეთის აშრევების და ფესვის ინსტრუმენტირების გზით მოხდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თუ ღრძილქვეშა ბიოაპკს ეფექტურად მოვაცილებთ და ამავდროულად თუ პაციენტი ღრძილზედა ბიოაპკს სრულფასოვნად გააკონტროლებს, დროთა განმავლობაში მოხდება ჯიბის ბიოლოგიურად შეხორცდება; შედეგად ჯიბის დახურვა, შემაერთებელქსოვილოვანი შეერთების ფორმირება და ძვლის რეგენერაცია. და ეს მოხდება რეგენერაციული მკურნალობის ნებისმიერი მეთოდის ჩატარების მიუხედავად.
საკონტროლო ჯგუფის პაციენტები ვერ ახერხებდნენ პირის ღრუს შესაბამისი ჰიგიენის დაცვას - შემდგომი დაკვირვების პერიოდში არ მოხდა ძვლის რეგენერაცია და პაროდონტული ინდექსების გაუმჯობესება, რის გამოც თანდათან განვითარდა დაავადების რეციდივი.
ეს და ჰერალდის წინა გამოშვებაში გამოქვეყნებული სტატიები ნამდვილად არის თანამედროვე პაროდონტოლოგიის საფუძველი. მათი მეშვეობით ნათლად ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ღრძილზედა ნადების კონტროლს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მიღებული მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს მიდგომები მოძველებულია (სტატისტიკური ანალიზი და რენდომიზაცია არ იყო გამოყენებული იმ სტანდარტების მიხედვით, რომელსაც დღეს ვაღიარებთ) მათ მაინც აქვთ განსაკუთრებული გავლენა, რადგან ახდენენ ძირეული კონცეფციის დემონსტრირებას, მეტად გასაგები და ხაზოვანი მეთოდოლოგიით.
სიამოვნება მიიღე კითხვით!